ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2016


ვიპოვე რაღაც მოლექსისმაგვარო წარსულიდან


ქარი ბუნებას ალერსით ათრობს,
ჰაერს აემღვრა გრძნობის ფიალა,
მდუმარე მთებმა დაიწყეს თხრობა
სიტყვა ელევათ ფიქრი კი არა.

მთვარე ხომ სიზმარს დღისითაც ხედავს,
ცრემლი უცეცხლოდ ჩამოსდის სანთელს,
თუკი ღრუბელი არ გახსნის ზეცას
მზე მარტოობით ვერ შექმნის ნათელს.

წარსული წარსულს წარსულად არ ცნობს
ნაპერწკალი კი ღვივის ნაცარში,
იმედს არ უნდა შიშის გაცნობა
ფიქრი ძნელდება ბედის ტაძარში.

დრო ვერ ჩერდება შიში აქვს თავის
წამი საუკუნეს წამებით აკრთობს
სანამ სიცოცხლე თავის გზას გალევს
აწმყო მომავალს წარსულით აწრთობს.

2009


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები