 | ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 22 სექტემბერი, 2016 |
ავადმყოფი დამარქვით, მე მიწაზე ისე ვივლი, როგორც იმ კლდეზე, რომელსაც ნაბიჯის დადგმისას სცვივა ლოდები. გიჟი დამარქვით,თუ ასე გინდათ, მე კი მაინც შემოდგომის ფოთლებს გადავიყრი სახეზე და მეგონება, რომ ვეღარა მხედავთ. ზღვაში შევცურავ და სუნთქვაშეკრული ძალიან დიდხანს მოგატყუებთ, თითქოს დავიხვრჩვი. სხვა ნაპირებზე გადავცურავ და აბორიგენებს მოვუყვები წყალს ნაფოტებად გამოყოლილ სიზმრების ამბებს, ფერად-ფერადად ნაქსოვ ილუზიების, კაცთა მოდგმაში შეპარული დაუმარცხებელ შიშის ეპიდემიებსა და თითისწვერებზე მავალ ქალებზე. გავიქცევი და ყველაზე ბებერი მუხის კენწეროდანდან ჩავხტები მუქ სილურჯეში, ჩავხტები და ყურებს დავიხშობ, ჩავხტები და პირს ამოვივსებ ნათებებით. ხელებს მუხლებზე მოვიხვევ და ყირამალა ვიკოტრიალებ გალაქტიკაში, შევცურდები ასტეროიდთა სარტყელებში და ორბიტებზე, სიმებს დავურხევ და მაჟორულად ავაჟღარუნებ. ხორბლის ყანაში მზეს ვეცეკვები, მინდვრებს დავვარცხნი შევერცხლილ ბალახს და ნაწნავებში იებს ჩავურგავ. გიჟს დამიძახებთ, გამერიდებით, მოყვებით ამბებებს ავადმყოფობის, რომელებიც მე არასოდეს გადამხდენია, გადააბრალებთ ამ ყველა ქცევას ფსიქოლოგიურ, ფსიქიატრიულ ანდაც მენტალურ აშლილობებს, როგორც გჩვევიათ. მე კი, თქვენს შორის ყველაზე ასიმპტომური, პიჟამას გადავიცვამ ციცინათელების, ღამის სილურჯეში მთვარეს დავუწვები და ყველა ვარსკვლავთან გავაბამ სიმებს მერე პლანეტებსაც გავშლი გამებად, სიმფონიებად, სათითაოდ გადავუფრენ თქვენი სახლების სახურავებს, ზღაპრებს გადმოგაყრით და თქვენს მტირალა ბავშვებს აკვნებს დავურწევ მწვანე ლიანებით, რომ გამიხსენოთ ავადმყოფ გოგოდ, რომელიც ცას შემორჩა დაბადებამდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა თეონე :) მადლობა თეონე :)
3. აუ, ლამაზია ძალიან :) აუ, ლამაზია ძალიან :)
2. მადლობა ჯონათან ) მადლობა ჯონათან )
1. "პიჟამას გადავიცვამ ციცინათელების, ღამის სილურჯეში მთვარეს დავუწვები და ყველა ვარსკვლავთან გავაბამ სიმებს"- სასიამოვნოდ, ნაზად და ლამაზად ეროტიკულია :)
"პიჟამას გადავიცვამ ციცინათელების, ღამის სილურჯეში მთვარეს დავუწვები და ყველა ვარსკვლავთან გავაბამ სიმებს"- სასიამოვნოდ, ნაზად და ლამაზად ეროტიკულია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|