კიორაი მუკაი სამურაის ოჯახში, იაპონიის სამხრეთში, ნაგასაკიში დაიბადა. რამდენიმე წელიწადში, კიორაის მამამ, გენშომ, ოჯახი კიოტოში გადაიყვანა და რვა წლის კიორაის ცხოვრება, მშობლიური ქალაქიდან მოშორებით, იაპონიის მთავარ ქალაქში, "ისტორიის ქალაქში", კიოტოში გაგრძელდა. მოგვიანებით, როდესაც კიორაის მთელი იაპონია გაიცნობს, იგი ერთ-ერთ ჰაიკუში ნაგასაკის ასე იხსენებს: "მწვანე ბალახში მოსჩანს, დამშვიდობებისას დაქნეული შენი ხელი". კიორაი, იაპონური ჰაიკუს პატრიარქის, მაცუო ბაშოს ათი შეგირდიდან, ერთ-ერთი გახლდათ.
კიორაი გამორჩეული ხასიათი მქონე ახალგაზრდა კაცი იყო და მისი ადრეული ცხოვრება, იაპონელი მეომრის, ბუშის წესებით იმართებოდა. თუმცა მისი ცხოვრების ისტორია ბურუსითაა მოცული - ოცდახუთი წლის ასაკში, კიორაი, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და საბრძოლო ხელოვნებაში დაოსტატებული ახალგაზრდა მეომარი, ჩიკუძენის მთავარმა, დაიმიო (იაპონ. პროვინციის მმართველი ფეოდალი) კუროდამ თავისთან სამსახურში იხმო. მოულოდნელად და ყველასთვის წარმოუდგენლად, კიორაიმ მოწვევაზე უარი განაცხადა. ვერავინ შეიტყო ამ უცნაური უარის მიზეზი. იოშიტაკა კუროდასთვის, 1600 წლის სეკიგაჰარას ბრძოლის გმირისა და ტოკუგავას სიოგუნების ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლისათვის უარის თქმა, ბუშიდოს წესებით შესაძლებელი იყო, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში - დაუჯერებელი.
იმდროინდელ იაპონიაში, ოცდახუთი წლის მამაკაცი, თანაც განსწავლული სამურაი, განიხილებოდა როგორც მოწიფული და "სრულ ასაკში" შესული. ამიტომაც, ვერავინ გაიგო კიურაის გადაწყვეტილება, როდესაც მან, კარიერის აღმასვლისას, კუროდას კლანის პირველი პირისგან ფორმალური მოწვევის (იგივე დაწინაურებიას) შემდეგ, დიდი ლორდი, იამატოს გმირი, ტოკუგავას უპირველესი ტაქტიკოსი, დიადი გენერალი კუროდა, უარით გაისტუმრა. როგორც მაშინ თქვეს: "ალბათ რაკუშინშას (კიორაი-სანს ასე ეძახდნენ ახლობლები) უარის თქმის ძალიან მძიმეწონიანი მიზეზი ჰქონდა".
კიორაის ალბათ ბევრი "მძიმეწონიანი" მიზეზი ჰქონდა რომ მებრძოლის გზაზე შემდგარს, საბოლოოდ პოეტის გზა აერჩია.
- კიორაი მუკაის ექვსი ჰაიკუ -
1. როგორ ხდება რომ უმზერს მავანი საკურას ფურცელს, ქამარზე კი გრძელი ხმალი ჰკიდია?
2. 応々といへど敲くや雪の門 "დიახ, დიახ", ვუპასუხე, მაგრამ ვიღაც აგრძელებდა კაკუნს, თოვლით შემოსილ კარზე.
3. 元日や家にゆずりの太刀帯ん ახალი წლის ღამეს საუკეთესო ხმლით შევიმოსები. ხმლით, გადმოსულით თაობებზე.
4. ვიქირავე სასტუმრო ოთახი, ნაფუდაზე* კი სახელს ვწერ ჩემსას. წვიმა ზამთარში. (* ნაფუდა - ხის ფირფიტა სახელისათვის)
5. 名月や畳の上に松の影 მთვარე მოსავლის თვეს, ფიჭვების ჩრდილი ეცემა ტატამის.
6. この木戸や鎖(じやう)のさゝれて冬の月 მთვარე ზამთრისა. დაადეს ბოქლომი მუხის კარიბჭეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგია გაგვანათლე იაპონურ პოეზიაში. კარგია გაგვანათლე იაპონურ პოეზიაში.
3. მაინც იგრძნობა მეომარი ამ პოეტში.
მაინც იგრძნობა მეომარი ამ პოეტში.
2. გენიალურია! გენიალურია!
1. მშვენიერია, მომეწონა. მშვენიერია, მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|