ბროდვეი, ზუსტი მისამართი არ მახსოვს, კაფედან წითელი შუქი ანათებს, მინდა ფანჯრებს, რკინის ფარდები ჩამოვხსნა!, კახპებმა, ლოთებმა, ფიქრებმა დამათვრეს... ბოლო მაგიდასთან, მოხუცი მხატვარი- მოლბერტზე აფხეკილ საღებავს მართავდა თავის ნებაზე და ისევ მხატვრულად- ხალხს უყურებდა და ჯოჯოხეთს ხატავდა. ბროდვეი, სუსტი mis Amart-ი კამათობს, მბჟუტავი ნათურაც დაღალა სიბნელემ, წყვილობა აქ უკვე ჩვევად აქვთ კამათლებს თქვენ კი ამ ყველაფერს უწოდებთ ბანალურს...