ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალოჰა
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2016


ეიფორია

- ენი როგორ ხარ?
- კარგად მილ.
- რასაკეთებ ეეე?
- ვწევარ ქვებზე და ვარსკვლავებს ვუყურებ,კარგია აქ მილ,მომწონს!
- წამოდი წავიდეთ რა, დამიჯერე!
- ნწუუ.
- გთხოვ რა ენ! იქ უკეთესი იქნება, აი ნახავ!
-სად იქ მილ? აქ კარგია, მომწონსთქო, კარგად ვარ.
- ხო მაგრამ ენ, არ შეიძლება დიდხანს ერთ ადგილზე დარჩენა, ადექი რა, თუ გიყვარვარ !
- მილ მიყვარხარ, კი, მიყვარხარ მაგრამ არ მინდა, აქ მირჩევნია...
- კკააარგი, დავრჩეთ ცოტახნით, მაგრამ მერე წავიდეთ ხო?!
- კარგი.

.............

- ენ, ეე, რას შვები, იძინებ? კარგი რა, არ დაიძინო, გთხოვ!
- არა მილ, არ ვიძინებ, ქვები მსიამოვნებს სახეზე ცივი და თვალები დავხუჭე.

მილი ზურგზე ნაზად ალაგებს ენის პაწაწინა ნესტიან კენჭებს.

- არა , არ მინდა, მომაშორე, ისე მირჩევნია.

ნერვიულად იშმუშნება გოგონა და ქვებს იცილებს.

- კარგი ენ, როგორც გესიამოვნება, იცი მე მიყვარხარ, მინდა სულ ბედნიერი იყო და სულ გასიამოვნო , ძალიან  მიყვარხარ, ოღონდ ეხლა ავდქეთ ენ და იქით წავიდეთ კარგი ? ადექი! ადექი ! შეხედე იქით ფერებია ბევრი.

მივდივართ !

  ენი დგება, მოულოდნელად ისევ ძირს ჯდება ...
- აქ მირჩევნია!
-არა!

მაგრად მოკიდა მილიმ ხელი და უამრავი ეფექტით განათებული სცენისკენ წაიყვანა .....

..... იქ მართლაც ყველაფერი სხვაგვარად იყო,დაუკაკუნებლად შეაღო  ბედნიერების მეორე კარი ენიმ, გარე სამყარო ფენტეზად ექცა...ელექტრო ბგერები ბარდნიდა ირგვლივ, ფრთხილად ამოძვრინა გულის ჯიბიდან ძველი ვიოლინო და ხემის  ნელი მოძრაობით  პოლიფონიად იქცა....

დამთავრდა, მუსიკა შეწყდა.

....- მილ რა მაგარი იყო, მილ ეს რა იყო? მილ იცი ვერ გიხსნი, მე ვნახე, მაგრამ რა ვნახე... ვერ გეუბნები მილ, რაღაც სხვა იყო, მუსიკა აღარ იყო და მე ვიყავი მუსიკა ....
- ენ როგორ მიხარია, შენ დღეს გაიგე...

მ-ე    და    მ-ე    ეი.

ალბათ მიხვდი.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები