ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2016


დაკარგული ბედნიერებს ძიებაში

  მერე, თვალი რომ გაახილე, მზე იყო შავი,
  მაინც მზე იყო, თან ათბობდა, თან ანათებდა,
  იქნებ, ყველაზე ბედნიერი მაშინ იყავი...
                                            /სტურუა ლია/
***
როდესაც ძველ ადგილს ტოვებ,
გგონია,იქ შენი წილი ბედნიერება დაგრჩა
მერე ფიქრობ ვინმემ თუ შეამჩნია,
გულზე ბებიის ბროშივით დაიბნია.
და შეხედე რას მიგავს ეს, მიწანათხარი ფრჩხილები,
რომელშიც ჩამარხულ მოგონებებს ვეძებდი.
ჩაწითლებულ,ცრემლით ან ალბათ სიმწრით,
თვალებზე ვიხვევ ძველ ფოტოფირებს.
დავდივარ დაკარგული ბავშვივით,
რომელსაც სახლის კარი ჩაკეტილი დახვდა.
მე აქ რა მინდა,
ეს სახლი დიდი ხნის წინ გავყიდე თუ გადავცვალე,
ახლანდელ  ამოთეთრებულ ოთხ კედელზე და ნაცრისფერ ჭერზე,
რომელზეც ბნელი ჭაღი ჰკიდია.
ჩემი ნაფეხურებიც ბილიკს კენტად ატყვია.
დაბადებიდან ყველაფერს ვკარგავ,
მოფრთხილება არ იციო, მეუბნებოდნენ,
მე კი მგონია ყველა და ყველაფერი თვითონ გამექცა,
ანდაც წამართვეს,
ხელიდან გამომტაცეს, ნაცვლად ყოველდღიურობა შემომაჩეჩეს.
ჰო, ხანდახან იმ ქალებს ვგავარს,
ხელშეწმენდით ყველაფერს სხვას და ბედისწერას რომ აბრალებენ.
ხანდახან ჩემს მშობლებს ვგავარ,
როცა საკუთარ თავს ვსჯი,
დიდი მდუმარების სანქციით.
ხანდახან მესაც ვგავარ,
როდესაც მე ბედნიერებას ეძებს გამალებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები