ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2016


წინასწარ

დიდი ხანია ანჯამებზე წვიმა ფლუიდობს,
დილიდან აღარ ეგებება ძაღლი ცანცარით
სხეულს,რომელიც არ იცოდი იწვა თუ იდო
ოთახის ბოლოს. გევსებოდა თვალში ნაცარი.
იგვიანებდა ყელგამშრალი ხმაურს ხიჟინა.
რას ეთანხმები ფანჯარასთან ქარში ძახველო?...
ძილი არ არის,გასვლა არის - დაიყიჟინა
ვიღაცამ შიგნით; ახლა უნდა ამოახველო
მთელი ბალღამი სიცოცხლეზე - შიშივით მყრალი;
ვერ გაგიგია ყვავი შენთან რამ დააჯინა;
თავი გგონია გუბის მიღმა დამხრჩვალი მყვარი;
გყავდი, ვქროდი და იმყოფინე ახლა განჯინა
სადაც სიკვდილი უძლურია, მხდალი უთუო,
ლექსის ტალღებად ამოსული შავი რიფები;
მოხვალ და მკითხავ ჩემი ფიქრი გესმის ნუთუო?
პასუხად შენთვის ყვავილებად დავიკრიფები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები