 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2016 |
/„არ მოკვეთა თავი: შეძრწუნებულის თვალებში შუქური დაინახა... ...დაეცა აშოტ. მეფის სისხლით შეიღება საკურთხეველი.“/
გადაუღები წვიმებია აქ, ბრმათა კალოს, გრძნობამყინავი სუსხიაო, ღმერთია მოწმე. ვერ დავემალე უშენობას, ამ სულის კანკალს, რა ცას ვეფარო, ალბათ ასე ხამს, ყველგან მომწვდე. ალბათ ჰქონიათ ბედი სხვათა, სხვათა და მორიგ დღეებს უფეროთ, უარაფროთ ფლომასტერ ფოთოლთ ზღვაში მსურს გავცდე ნიჩბიანი ტივით ან, მორით, სივრცე ხმაურობს ჩემში რადგან თავი და ბოლო არ უჩანს ობოლს. აუგია ჩვენთვის მრგვალ სახლში კუთხე კალატოზს. და ქვის მთლელებს საფლავის ქვაზე მოუჩირკნიათ - ვერ მოკვდაო, ალბათ ვერც წავშლით თოვლ-ნაბუქებში აწ მის კვალთა ნარითმ წრფე-ხაზებს. ვერგავექეცი წვიმებია. სუსხი მკივანი. ვაღებ დარაბებს. თავს დამცინის ძაღლის იერი. მე - ეს მეოთხე წელიწადი. ბედნაკიანი. მე - ეს სიკვდილის მოლოდინით იმედ-ნიერი. სენაკი თეთრი. შენი ლანდი ფარფატებს სანთლის შუქიდან კუთხით წამახული. დროით უვადო. სულ წამით წვიმას შევეფარე აქ. მზერას გავთლი სარკმლიდან წვეთთა ბასრ კბილებზე. ასე უყვარდათ დიდთაც, ლაჩართაც. მზევ, ანათე ეს ცივთა რთველი. სადშევეყუჟო წვიმებია. ღმერთია დასტურ. ვერაფერს ვასკვნით როგორი ვარ. ხარ. არის. ველით ახლების გახსნას. ან ვინ იცის, გავცვითეთ დასტა... აღარ ღირს დაცდა. აღიარებს დაცემის ტრიუმფს დასი ძლიერი. სახელ-სად არ-განთქმული ერთ დროს. სპე(ქ)ტაკ(ლ) გრძნობების სამკუთხედი, თუ ბიწთა ტრიო, ჩვენ ძალგვიძს მხოლოდ, დასამტვერად თაროზე ეგდოს... აქ ყველა წვიმა სიძვა არი. ტალავარსველი ქალის კერტი ჩანს ამობურცულ - მაგნიტი მზერის. ბედნიერება, მეფევ ჩემო, სხვისია სვე. ჩვენ ყოველ მეოთხე სიცოცხლეში რომელიც გველის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. არადა როგორ ვეცადე ბოლომდე წამეკითხა... არადა როგორ ვეცადე ბოლომდე წამეკითხა...
8. აა, ეს ისაა, ლორკა და თემები? მცოდნია :3 აა, ეს ისაა, ლორკა და თემები? მცოდნია :3
7. ბუც ზდაროვიე რამა? ბუც ზდაროვიე რამა?
6. ამიგო
... შემოგიტია დუენდემა? <3 ამიგო
... შემოგიტია დუენდემა? <3
5. საინტერესოა. საინტერესოა.
4. რა რთულად იკითხება...
რა რთულად იკითხება...
3. გამარჯობა. გმადლობთ გამარჯობა. გმადლობთ
2. მოგიკითხე გიო შენს დაბრუნებას გაუმარჯოს:) მოგიკითხე გიო შენს დაბრუნებას გაუმარჯოს:)
1. პირველად წავიკითხე აქ შენი ლექსი და ბიჯოოოს, მაგრად გაასწორა, დამამუღამე ლექსია. საღოლ საღოლ. ++ ჩემგან. და ვიტყვი ასე შენებურად
ალბათ ჰქონიათ ბედი სხვათა, სხვათა და მორიგ დღეებს უფეროთ, უარაფროთ ფლომასტერ ფოთოლთ ზღვაში მსურს გავცდე ნიჩბიანი ტივით ან, მორით, სივრცე ხმაურობს ჩემში რადგან თავი და ბოლო არ უჩანს ობოლს. აუგია ჩვენთვის მრგვალ სახლში კუთხე კალატოზს. და ქვის მთლელებს საფლავის ქვაზე მოუჩირკნიათ - ვერ მოკვდაო, ალბათ ვერც წავშლით თოვლ-ნაბუქებში აწ მის კვალთა ნარითმ წრფე-ხაზებს. პირველად წავიკითხე აქ შენი ლექსი და ბიჯოოოს, მაგრად გაასწორა, დამამუღამე ლექსია. საღოლ საღოლ. ++ ჩემგან. და ვიტყვი ასე შენებურად
ალბათ ჰქონიათ ბედი სხვათა, სხვათა და მორიგ დღეებს უფეროთ, უარაფროთ ფლომასტერ ფოთოლთ ზღვაში მსურს გავცდე ნიჩბიანი ტივით ან, მორით, სივრცე ხმაურობს ჩემში რადგან თავი და ბოლო არ უჩანს ობოლს. აუგია ჩვენთვის მრგვალ სახლში კუთხე კალატოზს. და ქვის მთლელებს საფლავის ქვაზე მოუჩირკნიათ - ვერ მოკვდაო, ალბათ ვერც წავშლით თოვლ-ნაბუქებში აწ მის კვალთა ნარითმ წრფე-ხაზებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|