ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2016


შემოდგომის ჰაიკუ

1. თეთრი მანქანა.
სველ, ყვითელ ფოთოლს ვხედავ
უკანა სარკით.

2. ღვინო დუღს კასრში.
ჰაერიდან ჩნდებიან
ღვინის ბუზები.

3. სწრაფად ღამდება.
შავად მოჩანს ხის ვარჯი
ნაცრისფერ ცაზე.

4. ჩურჩხელების სუნს
ერევა წალმის კვამლი.
ურმის ჭრიალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები