ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2016


მე ფოთოლცვენას გავაზაფხულებ (17.03.2015-ს)

გულის სიღრმიდან მიღიმის სევდა
გამოღვიძებულ წარსულთან ერთად,
გაორებული დამჩემდა გრძნობა
სულმა ბეჩავმა კვლავ მოინდომა.

ჰყავდე მეგობრად აწ და მარადის...
მთვარე უდროოდ არა არ ჩადის,
მზე ჰორიზონტზე ლაჯვარდს რად ტოვებს
თუ არ დარდობს, რომ წყდება მთა-გორებს?

თუმც ფოთოლცვენა დანებდა ზამთარს,
ბოლო იმედიც სიცივით დათვრა,
მაგრამ თუ მეტყვი: წასვლას ართულებ
მე ფოთოლცვენას გავაზაფხულებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები