ავტორი: მარი მემანიშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 ნოემბერი, 2016
ტე ტე
ონისთვის შესაფერისი სექტემბრის ცივი საღამოა. აივანზე ვზივართ, ახალგაზრდები ლექსებს კითხულობენ... მე ტკივილისგან არ მეძინება მასაც თბილი მოსასხამი მოუფარებია და არ ძინავს - თუ რამე გტკივათ, აქვეა აფთიაქი, გადავირბენთ და წამალს მოგიტანთ- ულამაზესი თვალებით თვალებში მიყურებს - უკვე რაც შესაძლებელია, ყველაფერი დავლიე, მალე გადამივლის. შენ რატომ არ გძინავს? - მე ვერ ვიძინებ, ბოლო წლებია ასე ვარ - რატომ? - სულ პატარა გოგონაა, რა დროს მისი უძილობა და ნერვული პრობლემებია. - რამდენჯერაც დავიწყე მკურნალობა, იმდენჯერ შევწყვიტე. ძალიან ძვირი იყო - ამბობს და მეხუტება. - შემცივდა, ტეტე ...დავწვები - ჩემი გასაფარებელიც თქვენ დაიფარეთ, მე მაინც არ დავწვები. - რას ამბობ, დაგეძინება შენც და შეგცივდება. მიღიმის და ულამაზეს თვალებს აფახულებს. არ მახსოვს როდის ჩამეძინა...მგონი ტკივილისგან არც მიძინია... დილით ორი გადასაფარებელი მეფარა...