ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნარგიზი
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2016


მრავალ ჟამიერი

როგორც ბავშვი ისე ვხატავ ჩემი ხელით
ყველაფერს,
არ გეგონოს წაგართმევდე, შენს შესაჭმელ
იმ კამფეტს,
ტირეებით ვხატავ მზეს და მთვარეს მუშტით,
დავბეჭდავ.
მშვენიერი გაზაფხულის დილა მოხატა
მტრედმა.
როგორც წიგნი გადავფურცლე ეს დღეები
შენამდე.
უნდა ჩემთან მოგიყვანო, გავხდე
სენი დედა.
თუ ამივსებ სკივრებს ახალ ტანსაცმელით,
ხომ არ მოვალ შენთან კურდღელით და მელით,
მზის კაბით ჩაცმული დედოფალი გელი,
გული ვარდებს ემსგავსება, ეხლა მალე გასაშლელს,
რომ ვერაფრით, ვერ წამშალო გადაგიგდებ,
იმ საშლელს.
შენი ღმერთი მოვსულვარ და შენი გულის
ფასკუნჯი,
სულ შენზე ვსაუბრობ კი არა ვარ მე მუნჯი.
ეს ლექსი შემოგთავაზე, წეროს შენთან ვატან.
მე კი შენგან ველოდები იმ გულმზიან ყარყატს.
დიახ, ბაღნარად გარდგიქცევ, დღეებს,
ეგზომ ნატანჯს.
ვით გვრიტები ისე დავსხდეთ და მივადოთ
თავი თავს.
ფოტო წკაპ. ფოტო წკაპ.
დიდება ასეთ ჟამს. მრავალჟამიერ.
                                      10.04.16
                            „ნარგიზი“ ქუთაისი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები