ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე-56
ჟანრი: თარგმანი
25 ნოემბერი, 2016


ფრანჩესკო პეტრარკა

სონეტი #280

არ მეგულება მხარე, რაიც შემხვდება გზად მე,
სადაც ზმანებებს სიცხადე აქვს ისე და იმად,
თითქოს მე სატრფო მიდგას თვალწინ და ცრემლებს წვიმად
ვაფრქვევ თვალთაგან ან სალბუნად, ან შვებად რადმე.

ფიქრთა სილაღე არსად მელის ბარად თუ მთად მე,
არც სულის კვნესა გაიბმება მთრთოლვარე სიმად,
არც სინამდვილეს მომაჩვენებს ვარსკვლავთ ციმციმად
ან კვიპროსი, ან სხვა ქვეყანა სხვაგან და სადმე.

თითქოს საწუთრო წყლით ან ქარით ან ხის რტოებით,
ყველაფრით, რაიც მცურავია ან ფრინველია,
ითხოვს სიყვარულს ჩემგან, მე კი განმარტოებით

ვუმზერ ცას, რაიც ჩემი სატრფოს სულის მცველია
და მას შევჩივი მთელი ჩემი ამაოებით,
რომ ეს სამყარო ჩემთვის ახლა საძულველია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები