მანდეთ მომავალი ლიანდაგებია, მერე დაბებია, მერე - ბაგებია, მერე - ფერმებია, მერე - ურმებია, მერე - სახლი ერთი, ბლოკით ნაგებია. ეზოში - ხეები - მჭახე ხურმებია, ერთიც - ხე ბებერი, ზედ ბია აბია, კიდევ - გულაბია, ტოტზე ბეღურები რომ ინაბებიან. ეზოც საბოლოოდ დაგილაგებია, ბებია!
მოაჯირიანი, ხის კიბეებია, სახლზე - მოჭრიალე, ორფრთა კარებია, ალბათ, გასაღები არც მიჰკარებია. ჭრელი ფარდაგები - ფეხქვეშ ნაგებია, რკინის საწოლები და ქვეშაგებია, მოისმის ხსოვნიდან ბავშვობის ჰანგები. კამოდის უჯრაში - თეთრი პერანგები, კუთხეში - პერანგის ამხანაგებია. აქ - დიდხანს ნადები საკაბეებია, გამოჭრილები და დასალამბებია, კერვა დაგიწყია, დაგინებებია, ზოგიც - კაბებია, შეკრულ წერილებში - შენი ვნებებია, ადრე უცნაური - დღეს გასაგებია, ბებია!
ეს დოქი რამდენჯერ შემომგებებია, ამ თეფშით რამდენი ნუგბარი მრგებია, დაპრიალებული შენი ქვაბებია... შენი ქვასანაყი, შენი ქვა, ბებია!
ჩურჩულით ნათქვამი შენი ამბებია: ,,-შეუფარებია, შეუყვარებია, შეუპარებია, შეუტანებია’ მერე ვეღარაფერს შეურიგებია..’’ დასაზაფრებია. შენი ზღაპრებია, რომ მომნატრებია. ჩნდებიან, ქრებიან და ინამქრებიან.. ცად რა ამბებია, ბებია? ბებია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ეს ლექსი არის შედევრი. ნამდვილი შედევრი. ყველა ნაცია იამაყებდა ასეთი ლექსით მის პოეტს რომ დაწერა.
ბრავო ავტორო, დიდება და დაფნის გვირგვინი თქვენ! ნეფერტარი. 2016-11-29 21:04:57
დავესესხე და დავეთანხმე კომენტარს!
ეს ლექსი არის შედევრი. ნამდვილი შედევრი. ყველა ნაცია იამაყებდა ასეთი ლექსით მის პოეტს რომ დაწერა.
ბრავო ავტორო, დიდება და დაფნის გვირგვინი თქვენ! ნეფერტარი. 2016-11-29 21:04:57
დავესესხე და დავეთანხმე კომენტარს!
9. დიდი მადლობა მოლოცვისთვის, სადღესასწაულო ფუსფუსი უფრო სასიამოვნოა ხოლმე. თქვენც გილოცავთ წინასწარ დამდეგ შობას და ახალ წელს. მე ჩემს სამეფოში გავატარებ მაგ დღეებს. მზის სიკვდილს და ხელახალ დაბადებას უნდა დავესწრო კარნკაში. :) კარგად დამხვდით ყველაL მომკითხველიც, მკითხველი, წამკითხველი და რა თქმა უნდა მტრებიც - უთქვენოდ აქაურობა უინტერესო იქნებოდა.
დიდი მადლობა მოლოცვისთვის, სადღესასწაულო ფუსფუსი უფრო სასიამოვნოა ხოლმე. თქვენც გილოცავთ წინასწარ დამდეგ შობას და ახალ წელს. მე ჩემს სამეფოში გავატარებ მაგ დღეებს. მზის სიკვდილს და ხელახალ დაბადებას უნდა დავესწრო კარნკაში. :) კარგად დამხვდით ყველაL მომკითხველიც, მკითხველი, წამკითხველი და რა თქმა უნდა მტრებიც - უთქვენოდ აქაურობა უინტერესო იქნებოდა.
8. მადლობა, ჩემო კარგებო! ჩემთან უკვე დიდი სამზადისია საშობსოდ. თქვენც გილოცავთ შობის მოახლოებას მადლობა, ჩემო კარგებო! ჩემთან უკვე დიდი სამზადისია საშობსოდ. თქვენც გილოცავთ შობის მოახლოებას
7. თითქოს მატარებლის რიტმს აყვა თავიდანვე და ბოლოშიც ისე მიჩუმდა, მიილია.
რა კარგი იყო, რა კარგი...
იმერული ელფერით :)
თითქოს მატარებლის რიტმს აყვა თავიდანვე და ბოლოშიც ისე მიჩუმდა, მიილია.
რა კარგი იყო, რა კარგი...
იმერული ელფერით :)
6. საოცარი გრძნობა და განცდა, გულზე გადატარებული ტკივილი და სითბო, რწმენა და სიყვარული და უნაპირო მშვენიერება.... საოცარი გრძნობა და განცდა, გულზე გადატარებული ტკივილი და სითბო, რწმენა და სიყვარული და უნაპირო მშვენიერება....
5. ჩურჩულით ნათქვამი შენი ამბებია: ,,-შეუფარებია, შეუყვარებია, შეუპარებია, შეუტანებია’ მერე ვეღარაფერს შეურიგებია..’’ დასაზაფრებია. შენი ზღაპრებია, რომ მომნატრებია. ჩნდებიან, ქრებიან და ინამქრებიან.. ცად რა ამბებია, ბებია? ბებია! ჩურჩულით ნათქვამი შენი ამბებია: ,,-შეუფარებია, შეუყვარებია, შეუპარებია, შეუტანებია’ მერე ვეღარაფერს შეურიგებია..’’ დასაზაფრებია. შენი ზღაპრებია, რომ მომნატრებია. ჩნდებიან, ქრებიან და ინამქრებიან.. ცად რა ამბებია, ბებია? ბებია!
4. "კერვა დაგიწყია-დაგინებებია"
"შენი ქვაბებია - შენი ქვა ბებია" - ესენი რომ არის ლექსში, რაღა გინდა წამკითხველს მეტი.
"მანდეთ მომავალი ლიანდაგებია" - აქ "მანდეთ"-მა თავიდან დამაბნია და რომ არა ავტორის ავტორიტეტი, იქნებ არც გამეგრძელებინა კითხვა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თავიდანვე დანაღმული ყოფილა ეს მართლაც კარგი ლექსი :)
მოკლედ ავღტაცდი, ხო, ოღონდ, ლექსს თუ ავტორის უცოდინრად წაიკითხავ, მიხვდები, რომ ქალის დაწერილია და ეს კარგია თუ ცუდი არ ვიცი :)
"კერვა დაგიწყია-დაგინებებია"
"შენი ქვაბებია - შენი ქვა ბებია" - ესენი რომ არის ლექსში, რაღა გინდა წამკითხველს მეტი.
"მანდეთ მომავალი ლიანდაგებია" - აქ "მანდეთ"-მა თავიდან დამაბნია და რომ არა ავტორის ავტორიტეტი, იქნებ არც გამეგრძელებინა კითხვა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თავიდანვე დანაღმული ყოფილა ეს მართლაც კარგი ლექსი :)
მოკლედ ავღტაცდი, ხო, ოღონდ, ლექსს თუ ავტორის უცოდინრად წაიკითხავ, მიხვდები, რომ ქალის დაწერილია და ეს კარგია თუ ცუდი არ ვიცი :)
3. ეს ლექსი არის შედევრი. ნამდვილი შედევრი. ყველა ნაცია იამაყებდა ასეთი ლექსით მის პოეტს რომ დაწერა.
ბრავო ავტორო, დიდება და დაფნის გვირგვინი თქვენ!
ეს ლექსი არის შედევრი. ნამდვილი შედევრი. ყველა ნაცია იამაყებდა ასეთი ლექსით მის პოეტს რომ დაწერა.
ბრავო ავტორო, დიდება და დაფნის გვირგვინი თქვენ!
2. განსხვავებული ხელწერა გაქვთ. განსხვავებული ხელწერა გაქვთ.
1. რაღაც ნამდვილად ვერ არის კარგად. გუშინ ამისთანა ლექსი, თითქმის შედევრი დაგიდეთ და არც კი წაგიკითხავთ... რაღაც ნამდვილად ვერ არის კარგად. გუშინ ამისთანა ლექსი, თითქმის შედევრი დაგიდეთ და არც კი წაგიკითხავთ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|