ცაზე ახლა მთვარე გაატარებს მეტ დროს და საღამოს ქალაქს სითბო მოაკლდება. ძველი წელი ახალს უნდა შეახვედროს: დეკემბერი დგება... დეკემბერი დგება...
ადრე, არასოდეს ეს თვე არ მიყვარდა, მე, ხომ მზის შვილი ვარ - და ვერ ვგუობ მთვარეს, მაგრამ ეგ გული რომ გულში ჩამივარდა, დეკემბერიც შენთან ერთად შევიყვარე.
და რა ვუყო, თუკი დღეს მოაკლდა სიგრძე, შენზე ფიქრი მაინც ღამით მირჩევნია, თან, რაც მთავარია სიყვარული ვიგრძენ, თუნდაც დეკემბერში, თუნდაც ასე გვიან...