ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2016


უშენობას

ცის კაბადონს დილიდან აფერადებ ღიმილით,
სანამ მზე იწვერება ცის საწოლში მთვლემარე,
მე ამ დასტებს ოცნების მხოლოდ შენზე ვაგროვებ,
უშენობას დილიდან თაროებზე ვალაგებ.
მერე ფინჯან ყავაში არეკლილი სხივები,
შენი სახის სილუეტს მიცოცხლებენ შავ-თეთრად,
ოცნება კი ფინჯანზე ადენილი ორთქლივით
ზეცისაკენ მიდის და ღრუბლებამდეც აწვდება.
ქუჩაში კი ჯერ კიდევ ანთებული ნათურა
ლამპიონზე სიცოცხლეს იხანგრძლივებს წამებით,
მე ამ ზეცას უღრუბლოს, უშენობით ვაწვიმებ
ჩემში უფროდაუფრო ღრმად და მკვიდრად სახლდები.
ქალაქს ყველა კუთხეში უშენობის სუნი აქვს,
უშენობას ამტვერებს ფილაქანზე ნიავი,
ვერ ვინელებ ცხოვრების უპირსახო სიუჟეტს
იქნებ უფრო ლამაზი დარჩეს ,ღმერთო, ფინალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები