ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2017


შენს მოგონებებს, როგორც წიგნებს ისე გადაშლი


ზარის წკრიალი ნამძინარევს გესმის ბუნდოვნად
გიკვირს ვინაა, შუაღამით, რადგან არავის
ელი საერთოდ, მითუმეტეს შენს ამ მეგობარს
ის კი სიცილით შემოიჭრა ღამის კარავში
და სიცილითვე გეუბნება კითხულობს რომანს,
სადაც კითხვაზე გაცემული რაღაც პასუხი
ახსენებს შენს თავს, ვინაიდან იცოდი ფორმა
პასუხების, რომ ადამიანს არც კი აუხსნის
სათქმელს ბოლომდე. უფიქრდები რა დრო გავიდა,
თითქოს გგონია სულს წარსული დაეხურა და
იწყებ ლაპარაკს. ჰო რატომღაც ასე თავიდან,
იხსენებ  დროს და მიუყვები საფეხურებად
და რომ გეგონა გაწყვეტილი ძველი ფირივით
მეხსიერებას შემორჩენილ ასე, ამდენად
უშინაარსო,  რაღაც ფილმად, შენგან ირიბი
ამოალაგებ ამგვარ თურმე თითო კადრებად
შენს მოგონებებს, როგორც წიგნებს ისე გადაშლი
და აბზაც-აბზაც წაუკითხავ შენს თავს ნაწერებს,
ზოგჯერ ღიმილით, ზოგჯერ სევდით სული ფრთებს გაშლის
არის მომენტიც გულისცემა სისხლს რომ აჩერებს,
მაგრამ ის გრძნობა რაც წარსულში გენთო ამაყად
უფრო მეტია დღეს და რადგან აფასებ ისევ
თუნდაც ხანდახან, როგორც არის ახლა, ამჟამად
ორი სიტყვითაც სიხარულით გულს გადაივსებ.
ჰოდა იმწამსვე შეამჩნევ თუ როგორ გიხდება,
განწყობისთვის და გასავლელიც ბევრი წლებია
ჩაგეძინება გამთენიოს, როცა მიხვდები
ერთ დროს, სადღაც გაყოფილი გზებიც ერთდებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები