| ავტორი: ორქიდეია ჟანრი: პროზა 28 იანვარი, 2017 |
ძლიერი ქარი იყო მახსოვს, თებერვლის სუსხით. ვიქნებოდი 3-4 წლის. მე და დედა ხელჩაკიდებულები ჩემი ნაბიჯით მივუყვებოდით გრძელ გზას, რომელიც არ მთავრდებოდა. დავიღლებოდი და ვჩერდებოდი. მოვკიდებდი დედას კაბის კალთაზე ხელებს, შემოვეხვეოდი ფეხებზე და ისიც ჩერდებოდა და სევდიანი თვალებით მიყურებდა, უცებ ამიყვანდა და მატარებდა აყვანილს მანამ, სანამ ეს შეეძლო, მერე დამსვამდა და ვაგრძელებდით გზას ასე, გზა კი არ მთავრდებოდა. სიჩუმე ჩამდგარიყო ჩვენს შორის, დიდი სიჩუმე უკუნეთ სიბნელესავით და არ ვიცი რატომ. არ ვიყავი დიდად მოტიტინე ბავშვი, მაგრამ დედას ყოველი ჩემი შეკითხვა ძალიან აოცებდა და მეუბნებოდა გახარებული ღიმილიანი სახით: -შენ ღმერთმა დაგაჯილდოვა შვილო განსაკუთრებული ნიჭით. მე კი მაღონებდა მისი დუმილიანი მზერა ამდროს. მის თვალებში დიდი და გამოუთქმელი სევდა ტიროდა, ჰო ტიროდა, ამას ვხედავდი მაშინვე, მაგრამ იმდენად მეცოდებოდა, რომ ვერ ვბედავდი კითხვას. დედა ამ დროს, უცებ შემაქცევდა ზურგს თითქოს იგრძნობდა და საქმისაკენ გაიქცეოდა ამ შეკითხვის შიშით. ალბათ ასეა, თუ ფიქრი და აზროვნება შეგიძლია, ბავშვში ამას თავდანვე გრძნობენ, ატყობენ. სრულიად პატარას მახსოვს ჩემი თავი და ჩვენი ოჯახური ცხოვრება. მახსოვს, რომ მე და დედასთან თითქმის არავინ მოდიოდა სტუმრად. იყო ერთფეროვანი ჩვენი ცხოვრება, არც სადმე წავსულვართ არასოდეს, ეს გამგზავრება და უსასრულო გზა, კი ბევრ კითხვას ბადებდა ჩემს ბავშვურ გონებაში,, ხან მიხაროდა და ხან კი მაშინებდა.მაგრამ დედას ვერაფერს ვეკითხებოდი ამაზეც. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ გამოჩნდა გაჩახჩახებული დასახლება თავისი მაღალ-დაბალი სახლებით. შემაცბუნა აქაურობამ და ამ სანახაობამ. ჩვენ შევედით და ჩავიკარგეთ ამ ორომტრიალში. იყო უამრავი მაღაზიები ყველა სახის, ხალხი მრავლად მოძრაობდა, ისე რომ ჩვენ ვერც კი გვამჩნევდნენ. დედამ პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაში შემიყვანა და იქ ბევრი რამ მიყიდა, პარკით მომაწოდა და მითხრა; -ეს ყველაფერი შენია, გასინჯე როგორ მოგეწონება. ვიარეთ და ერთ დიდ დარბაზში შევედით, იქ ბევრი სკამი იყო. დედამ მოათვალიერა იქაურობა და ერთი მოხუცი ქალის გვერდზე აირჩია ადგილი, მე კალთაში ჩამისვა, ცოტა გაესაუბრა კიდეც. ქალმა გამიღიმა, მე კი ეს ისე მესიამოვნა, რომ დედასთან ერთად მასაც შევთავაზე ჩემი გემრიელი ნუგბარები. ორივესგან უარი მივიღე. უცებ დედამ იმ ქალს უთხრა, რომ საჭირო ოთახში წავიდოდა და მალე დაბრუნდებოდა თუ მე დამიტოვებდა და ყურადღებას მომაქცევდა მის მოსვლამდე. ქალი დაეთანხმა და თავზე ხელი გადამისვა ღიმიით. დედა ჩამეხუტა, ბევრჯერ მაკოცა და მითხრა, რომ მის მოსვლამდე ამ დეიდასთვის დამეჯერებინა და გვერდიდან არ მოვშორებიყავი. წავიდა. დრო ნელა გადიოდა. ქალი მესაუბრებოდა, მე კი მთელი არსებითა და შეშინებული თვალებით დედას ვეძებდი და ველოდებოდი. ვდუმდი. ქალს ვეღარ ვპასუხობდი ვერაფერს. ჩემი გული მთლად შიშს შეეპყრო. დედაააა! დედააა... აღმომხდა უცებ და ხმამაღლა და ავტირდი. წამოვდექი. ქალიც შეშფოთდა, აწრიალდა თავადაც აქეთ-იქით იყურებოდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. მალე ხალხი შეჯგუფდა ჩემს გარშემო, მხოლოდ დედა არ ჩანდა. ვტიროდი გულამოსკვნით და ვეღარ მაჩერებდნენ, რას აღარ მთავაზობდნენ და უარს ვეუბნებოდი ყველას, მე დედა მინდოდა, ყველას ვთხოვდი დედა დაებრუნებინათ. ჩემთან მალე მილიციელები მოვიდნენ და მითხრეს რომ დედას მაპოვნინებდნენ, მე არ მივყვებოდი, რადგან დედის დანაბარების შესრულება მინდოდა. მაგრამ მაინც წამიყვანეს მათ. ბევრი ვიტირე და ჩამეძინა. როცა გაეღვიძა და საწოლში გადავბრუნდი, რომ დედას ჩავხუტებულიყავი მისი ადგილი ცარიელი დამიხვდა და ტირილი დავიწყე ისევ, ვერ ვიჯერებდი, რომ დედა დავკარგე სამუდამოდ და ღმერთმა უკვე 4 წლის ასაკში მკაცრი განაჩენი გამომიტანა. დამოუკიდებლად წამომკიდა ცხოვრების უმძიმესი ტვირთი, ჩემს ჩია და პატარა მხრებზე. დრო გადიოდა ვიზრდებოდი. საუკეტესო მოსწავლედ ვითვლებოდი ბავშვთა სახლში, საყოველთაო სიყვარული გამეფდა ჩემს ირგვლივ, რადგან დედამ საუკეთესო აღზრდა მომცა თითქოსდა ამ პატარა დროში, ვაღმერთებდი დედას და ვამართლებდი მის ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენს გაჭირვებულ ოჯახურ ცხოვრებას დედა ჩემს გონებრივ შესაძლებლობებს ვერ უთავსებდა როგორც ჩანს. დავამთავრე სკოლა და დავიწყე გადამზადება ჩემით უმაღლესში ჩასაბარებლად. ჩავირიცხე პირველსავე წელს სამართლის ფაკულტეტზე. ამასაც დედას ვუმადლოდი, მე ხომ, ამ გზაზე მისი წყალობით, თუ მილიციის თანამშრომლების, თუ მათი ვალდებულებების, თუ უფლის წყალობით დავდექი. დავამთავრე უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე. დავიცავი დისერტაცია საყოველთაო პატივისცემით მივაღწიე უზრუნველ ცხოვრებას, მაქვს საუკეთესო სამსახური, მაგრამ დედას ვეძებ დღემდე, მხოლოდ დედა მაკლია. მახსოვს ერთი ქალი მოდიოდა ხანდახან ბავშვთა სახლში და ეზოში მოთამაშეებს დიდხანს შემოგვყურებდა, როგორც კი ვინმე ბავშვი მიუახლოვდებოდა, მაშინვეე გაეცლებოდა იქაურობას. დედა მიყვარს ამ ქვეყნად და მენატრება დღემმდე ძალიან, ნეტავ მაპოვნინა ოდესმე...... მისთვის დღემდე ჩუმად ვტირი, დედაა, მხოლოდ ჩემი სანუკვარი ოცნებაა მიუღწეველი და აუხდენელი... ცხოვრება მძიმე და დაუნდობელია მატერიალური უზრუყნველყოფა კი მკაცრი ჯალათია, დედააა! მაინც ნურასოდეს მიატოვებ შვილს, ბავშვს დედა ყველაფერზე უფრო მეტად სჭირდება ყოველთვის. დედა მუდამ ყველაფერზე ძვირადღირებულია შვილისთვის, არასოდეს დაგავიწყდეთ, მას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის .....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ორქიდეა, მომღერალი დათვი თუ გინახავს ჩაკრულოს რომ მღეროდეს? =)) ... გიმეორებ რომ არაფერი გაქვთ სატრაბახო ასეთი ნაწერებით,
ჰო... მყავს ცხენი. =))
ორქიდეა, მომღერალი დათვი თუ გინახავს ჩაკრულოს რომ მღეროდეს? =)) ... გიმეორებ რომ არაფერი გაქვთ სატრაბახო ასეთი ნაწერებით,
ჰო... მყავს ცხენი. =))
2. ავტორო, არ მომეწონა ეს მოთხრობა. აგიხსნით კიდეც. არაფერში არ ჭირდებოდა იმ”დედას” ბავშვის ქუჩაში მიტოვება, შეეძლო თავად მიებარებინა ბავშვთა სახლში და არც შვილს დამალვოდა. ურთერთობაც შეენარჩუნებინა და სიყვარულიც.
ანუ: ყალბია ეს და ამიტომ არ მომწონს. შეფასება 0.
ავტორო, არ მომეწონა ეს მოთხრობა. აგიხსნით კიდეც. არაფერში არ ჭირდებოდა იმ”დედას” ბავშვის ქუჩაში მიტოვება, შეეძლო თავად მიებარებინა ბავშვთა სახლში და არც შვილს დამალვოდა. ურთერთობაც შეენარჩუნებინა და სიყვარულიც.
ანუ: ყალბია ეს და ამიტომ არ მომწონს. შეფასება 0.
1. ეს პროზაა, უკაცრავად ვერ მივაქციე ყურადღება და ჟანრის შესწორებაზე ადმ–ას მივმარეთე ეს პროზაა, უკაცრავად ვერ მივაქციე ყურადღება და ჟანრის შესწორებაზე ადმ–ას მივმარეთე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|