ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ხირსელი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2017


ზამთრისპირა მზის ელეგია

თებერვლისპირზე, გაფითრებულ ქალაქს ვუმზერდი;
სულს კი ეგონა, საგიჟეთში გამოიღვიძა.

ჰაერი ჰგავდა შეუვალ მინას.

თოვლი იწვა, განაბული, როგორც პითონი
და მზის სხივები, მის ცივ სხეულს ზანტად ალღობდნენ.

თოვლი კი იწვა, განაბული.

და ვიდრე სული, ის-ის იყო, რწმენას კარგავდა,
რწმენას - სიგიჟის,
ის - ნიადაგში ჩაღვენთილი თითქმის ბოლომდე,
უკანასკნელად გაიზმორა, ზეაიზიდა
და მზე დაკბინა
წითელ სასაზე ჩამოზრდილი წყვილი ლოლოთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები