ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2017


* * *

ორ წელზე მეტი იქნება აღარ დამიდია არაფერი და არც არაფერი დამიწერია...
ამასწინათ მივაგენი და რაღაცნაირად მომეწონა მკითხველის თვალით დანახული.. იდოს აქ არ დამეკარგება მაინც ;)))

კეთილი გაიმარჯვებს– ადრეაო ჯერო და...
მეც ბავშვურად მიამიტს ბავშვურადვე მჯეროდა.

ზღაპარს რომ მიკითხავდა ტყვილად მოცდა ბებია–
ზღაპარს აქეთ სამყარო თეატრს დამსგავსებია.

სისხლი ადის ზეცაში– ფარდა მაღლა იწევა
და სპექტაქლის პირველი მოქმედება იწყება.

პიესის შემხედვარე გული აღარ ამინდოვბს–
დამდგმელი რეჟისორი მერამდენედ არ მინდობს..

ვერა და ვერ ისვენებს სურს საგულე გახიოს,
მიჭირს რეკვიზიტობა გუშინ მთავარ მსახიობს.

ბოლოჯერ გამიმართლა–შესვენებამ მომისწრო,
სანამ მეფისტოფელმა ბოლო შანსი მომისპო.

კვლავ გამოჩნდა ბებია –ანტრაქტზე ვარ გასული–
როგორ მომნატრებია კეთილი დასასრული!

ბოლო ღერი ჩაიწვა, მოვასწარი მოწევა,
მივიღე რეჟისორის სულ ბოლო გამოწვევა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები