ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2017


ტბორი

                                       
გადაიბირეს იმ დღებმა ლოდინი, სადაც
ლოდივით მძიმე ასატანი გამხდარა თურმე;
მეცვა ღიმილი, უმეტესად იერი სადა.
მადა არ მქონდა გათენების. საპალნე ურმებს
გზები კოჟრებად დაიბნევენ დილა ადრიან;
გაღმა-გამოღმა ქვაბულებში ექო ტუსაღობს.
ვერამოხეთქილ ვულკანივით მძიმე კადრია
დარჩე - უთქმელი, მხიარული, მხნე და უსახო,
გაშვილებული იმედებით, ლექსის ამარა,
კალაპოტიდან დასაქცევი ტბორის ჯებირი,
რომელიც უკვე ამოშრიტეს თითქოს ან არა.
უკანასკნელად ვიმეორებ - იქნებ ჯერ პირი
ამომექოლა ქვა-ღორღით და გადამეტანა
ბურანში, სადაც ქაოსია სულის სასწორზე,
ზოგჯერ სიმყიფით შელესილი, ხშირად მეტალით
ხასიათების - იშვიათად უსწორმასწორო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები