არ ილაპარაკო! არ იოცნებო ხმამაღლა ! ვერახდენილ სიყვარულზე, ვერ შენარჩუნებულ ადამიანებზე. და ნუ ეტყვი მათ როგორ გიყვარს ისინი. დაუყარე შენი სიყვარული ნამცეც–ნამცეც, თითქოს საკენკს უყრიდე ჩიტებს , ისინი იქნებიან მადლობლები და კიდევ მოვლენ. ნუ დაუდებ მათ მთელ სიყვარულს და ყველა ოცნებას მათზე და ნუ მოუყვები როგორ გინდა მათთან თორემ , ერთბაშად დანაყრებულებს , საკუთარ თვითშეფასებაზე ამხედრებულებს, შენი სიყვარულისგან გამძღერებს შარვალზე ღილიც კი უწყდებათ და შენი დაყრილი სიყვარული ხდება ისეთი მსუყე რომ ტუჩიც ადვილად ემრიზებათ. ისინი მოვლენ , მოვლენ როცა ძალიან მოშივდებათ და თუ ვერ დადებ წინანდელივით სავსე ულუფას, მოგთხოვენ ! და გეტყვიან რომ რაღაც ყველაფერი რიგზე არ არის და გეტკინება ! არ ილაპარაკო!!! დაყარე სიყვარული ნამცეც –ნამცეც და ისინი მოვლენ და კიდევ მოვლენ და კიდევ მოვლენ ასაკენკად. და არც რამისთვის გისაყვედურებენ იმიტომ რომ ბევრს ისედაც არაფერს უყრიდი. არ ილაპარაკო !!! არ იოცნებო ხმამაღლა!!! არ ელაპარაკო ვერშენარჩუნებულ სიყვარულს, ვერახდენილ ოცნებებზე. არც სხვებს ელაპარაკო! ისინი ხელს გამოიშვერენ და კიდევ უფრო სხვებს დაანახებენ რომ აი , აი შენ ხარ , აი ის ხარ ოცნებები რომ ვერ აგიხდა ადამიანებს რომ ვერ ინარჩუნებ, ახლა რომ დაიღალე ... აი ის ხარ ! არ ილაპარაკო !!! არრ დაუდო სიყვარულის მთლიანი ულუფა ვერშენარჩუნებულ ადამიანებს , არ მოუყვე მათ მათთან ერთად ვერახდენილ ოცნებებზე იმიტომ რომ ისინი მაინც წავლენ და შენი ამბები დაემსგავსება სავაჭრო ცენტრის შუაგულში მდგარ ბავშვს , რომელმაც ის წუთია აღმოაჩინა რომ მშობლები დაკარგა და აღარ იცის სად წავიდეს. აიყვანე ეს ბავშვი და ჩუმად გამოზარდე შენში! არ ილაპარაკო ! ჩუმად შეიყვარე! ჩუმად იოცნებე ! გამოდი სახლიდან შედარებით მხრებგაშლილი იმიტომ რომ არავის ეცოდინება რა ვერ აგიხდა. ვინ ვერ შეინარჩუნე. რომ დაღლილი ხარ. არ დაანახო შენი ჩუმად გამოზრდილი ბავშვი სხვას! ღამით კი, ძილის წინ, შეგიძლია გამოუშვა შენი ჩვილი. მას ელაპარაკე! მასთან იოცნებე ! მას გადაუსვი თავზე ხელი და მოეფერე . უთხარი – ჩემო ერთბაშად დაყრილო სიყვარულო, ჩემო ვერ შენარჩუნებულო ადამიანებო ჩემო ვერახდენილო ამბავო ... და ის ატირდება . იტირე შენც ! არ ილაპარაკო !!! არ ილაპარაკო ხმამაღლა ამაზე !
რაღაც მომენტებში, როდესაც მეორდება ერთი და იგივე აზრი, ეფექტი ეკარგება პირველად მოსულ ემოციას. ამიტომ ზომაზეც ვიზრუნებდი და მეტ მელოდიას მივცემდი ნაწერს. მომეწონა, თავის ხარვეზებიანად. იმის მიუხედავად, რომ ახალი არაფერია და წესით ყველამ ვიცით მოწოდებების შესახებ, რომელზეც ავტორი ყურადღებას ამახვლებს, მაინც არის მიმზიდველი და დასამახსოვრებელი მომწნტები. წარმატებები.
რაღაც მომენტებში, როდესაც მეორდება ერთი და იგივე აზრი, ეფექტი ეკარგება პირველად მოსულ ემოციას. ამიტომ ზომაზეც ვიზრუნებდი და მეტ მელოდიას მივცემდი ნაწერს. მომეწონა, თავის ხარვეზებიანად. იმის მიუხედავად, რომ ახალი არაფერია და წესით ყველამ ვიცით მოწოდებების შესახებ, რომელზეც ავტორი ყურადღებას ამახვლებს, მაინც არის მიმზიდველი და დასამახსოვრებელი მომწნტები. წარმატებები.