ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატო სექტემბრელი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2017


გეგონა, მარტი ტოტებს გადაჰყვა?

გეგონა, მარტი ტოტებს გადაჰყვა?
ტოტებს ქარისას?...
... არ გინდა, არა, სუფრას ნუ გაშლი.
უბრალოდ, ძაან მომინდა და გათალე ვაშლი.

ნეტავი, მალე გაზაფხულდეს.
ტიტებს მოგიტან.
ტიტებს დავაწყობ ჩვენ რომ ვიცით იქ, მოვალ თავშლით.

ჩემ საიდუმლოს არავის ეტყვი?
გაბრაზებული არაფერს მეტყვი, მაგრამ ვერც დამსჯი.
როგორ გაზრდილხარ. გიხდება ბავშვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები