ნინო დარბაისელი
ქვიშა - - -
ჩემს ძმისშვილს, თურმე, ერთი ბიჭი ევასება, ანუ როგორც ახლა თინეიჯერები ამბობენ, ,,ტიპზე ქრაში აქვს”. ის ტიპი, თურმე, გაგებაში არ არის, ეს კი ... ამან კი.... ამას კი არაფერი შარშანდელი აღარ ერგება ამ გაზაფხულზე, ამოისუნთქავს, ამოიხვნეშებს და ღილები აწყდება და აქეთ-იქით ცვივა და იკარგება, და ამიტომ ,,ბულავკის”, ანუ ინგლისური უსაფრთხო სამაგრის ხმარებას მოუხშირა, არადა, სხვა რა ქნას, განიცდის, დაქალს ბოიფრენდმა აადო თუ დაადო.
და, ეს ხდება ქვეყანაში, სადაც დასაბამიდან ერთ უპასუხო კითხვაზე მიდის შუბლების ჩაჩქუნი: - გვეშველება რამე?
და, ეს ხდება ახლა, ამ გაზაფხულზე, როცა პასუხიც იგივეა: - არაფერი. და კიდევ უფრო, აღარაფერი.
და ყოველდღე კიდევ უფრო გაზაფხულია.
მე - ოკეანის გადაღმელი სანაპიროზე, თეთრ ქვიშაში სიარულისგან უკვე კოჭებშეციებული, აღარ დავეძებ და ვეღარც ვარჩევ შებინდებულზე თოლიების სამკაპ ნაფეხურს, მიქცევ-მოქცევით დაღლილ ტერფებს მუხლის ძალით მივეზიდები.
რუხად მოჩანხარ მზეჩასულზე. მაინც კარგია, მძიმის მძიმე რომა ხარ, ქვიშავ. დასაბამიდან ათას ტალღას შეეგებები, ჩაეხვევი, გადაიტარებ, აიშლები, დაიშლები, და საბოლოოდ წყალს არ მიჰყვები.
დამიამდება ხვალამდრომდე ნიჟარების ნამსხვრევებზე დასერილი ტერფის ტკივილი, მოვალ და ისევ შემოგჩივლებ მზერადახრილი:
ოკეანის და ცხრა ზღვისა და ცხრა მთის გადაღმა ერთი პატარა კუნჭულია. გალაკტიკებშიც რომ გადავყვე ვარსვლავურ ომებს, რომც გავიმარჯვო, სამარადისოდ ყელზე მედგება ის კუნჭული, და ერთხელაც დავიხრჩობი მისი სიმლაშით. და იმ კუნჭულში, დასაბამიდან მუდამ ასეთი, მტკივნეულად მშვენიერი გაზაფხულია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. წამკითხველები მართლა ცოტაა, ხანდახან ძალიან კარგს ერთი წაკითხვაც არა აქვს და თავფურცეში სულ სხვა ხვდება ხშირად. წამკითხველები მართლა ცოტაა, ხანდახან ძალიან კარგს ერთი წაკითხვაც არა აქვს და თავფურცეში სულ სხვა ხვდება ხშირად.
7. ავტორო, გამოგივიდათ სწორედ ის, რაც გინდოდათ. მომეწონა.
ავტორო, გამოგივიდათ სწორედ ის, რაც გინდოდათ. მომეწონა.
6. მოვალ და ისევ შემოგჩივლებ მზერადახრილი: რა სხვანაირი ხარ ნინო! გელოდებით.
როდის მოვა ეს დრო??? მოვალ და ისევ შემოგჩივლებ მზერადახრილი: რა სხვანაირი ხარ ნინო! გელოდებით.
როდის მოვა ეს დრო???
5. მადლობა ,,ქეთიკა". ძველები აღარ ჩანან, თორემ დამემოწმებოდნენ, აქ თიო ლექსის დადება მოვლენა იყო. ისეთი ხელჩართული ბრძოლები იმართებოდა თითოეულ სიტყვაზე, მეტაფორაზე... მოკლედ , ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა..
,, აადოსა" და 'დაადოს" ამბსთვს კი მადლბა, ახლავე შევიტან ცვლილებას მადლობა ,,ქეთიკა". ძველები აღარ ჩანან, თორემ დამემოწმებოდნენ, აქ თიო ლექსის დადება მოვლენა იყო. ისეთი ხელჩართული ბრძოლები იმართებოდა თითოეულ სიტყვაზე, მეტაფორაზე... მოკლედ , ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა..
,, აადოსა" და `დაადოს" ამბსთვს კი მადლბა, ახლავე შევიტან ცვლილებას
4. მადლობა ნეფერტარ.
ეს ჩემი მორიგი ექსპერიმენტია. არ ვიცი, რამდენად გამიმართლა რა მინდოდა გამომსვლოდა: 1. პატრიოტულ თემაზე- არატრადიციულად. 2. სამშობლო - შორი ხედიდან, პათეტიკური ნოსტალგიურობის გარეშე. 3.თანამედროვე თვალით , თანამედროე კონტექსტში მოაზრებული. 4.ოდნავ ირონიული. 5.ენობრივად - თავისებური ეკლექტიკა - სლენგიდან -,, თავანკარა' ქართულამდე, ოღონდ ბუნებრივი გადასვლით , ,,ჯახის' გარეშე. მადლობა ნეფერტარ.
ეს ჩემი მორიგი ექსპერიმენტია. არ ვიცი, რამდენად გამიმართლა რა მინდოდა გამომსვლოდა: 1. პატრიოტულ თემაზე- არატრადიციულად. 2. სამშობლო - შორი ხედიდან, პათეტიკური ნოსტალგიურობის გარეშე. 3.თანამედროვე თვალით , თანამედროე კონტექსტში მოაზრებული. 4.ოდნავ ირონიული. 5.ენობრივად - თავისებური ეკლექტიკა - სლენგიდან -,, თავანკარა` ქართულამდე, ოღონდ ბუნებრივი გადასვლით , ,,ჯახის` გარეშე.
3. მეც წავიკითხე :-) და კომენტარიც დავწერე. :-) დასაწყისი განსაკუთრებით მომეწონა. "აადო" თუ "დაადო"?
ადრე არ ვიცი რა იყო, მაგრამ ახლა ვხვდები როგორცაა, ახლაც კითხულობენ მაგრამ კომენტარში აზრის გამოთქმისგან თავს იკავებენ. არადა რა მნიშვნელოვანია მკითხველის აზრი?! ვწუხვარ რომ მაგ "რა დრო იყოს" ვერ მოვესწარი. იმედს ვიტოვებ, მალე დაბრუნდება ეგ დრო. მეც წავიკითხე :-) და კომენტარიც დავწერე. :-) დასაწყისი განსაკუთრებით მომეწონა. "აადო" თუ "დაადო"?
ადრე არ ვიცი რა იყო, მაგრამ ახლა ვხვდები როგორცაა, ახლაც კითხულობენ მაგრამ კომენტარში აზრის გამოთქმისგან თავს იკავებენ. არადა რა მნიშვნელოვანია მკითხველის აზრი?! ვწუხვარ რომ მაგ "რა დრო იყოს" ვერ მოვესწარი. იმედს ვიტოვებ, მალე დაბრუნდება ეგ დრო.
2. მე.
წავიკითხე.
მე.
წავიკითხე.
1. ეჰ, რა დრო იყო, საიტზე ტექსტის დადებას ვერ მოასწრებდი, იწყებოდა კომენტარების ჭიდილი.
ახლა გინდა დაგიდია, გინდა არა.
ვინაა წამკითხავი! ეჰ, რა დრო იყო, საიტზე ტექსტის დადებას ვერ მოასწრებდი, იწყებოდა კომენტარების ჭიდილი.
ახლა გინდა დაგიდია, გინდა არა.
ვინაა წამკითხავი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|