 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 24 მარტი, 2017 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
იორკშირის საგრაფოში მოსაღამოვდა...ჩამოწვა ბინდი...ამიტომ თანამგზავრიდან აშკარად არაფერი ჩანდა...ლონდონში კი ალბათ წვიმდა.... მაგრამ ეს ჩვენს მკითხველს ყლეზე კიდია. ისევე როგორც იორკშირის საგრაფოში მომხდარი ამბავი, ახლა რომ უნდა მოგითხროთ. არა..... ისეთი კი არაფერი ხდებოდა მაგრამ.... მოდით, მაინც ყველამ აქ მოაჯვით და ვიხალისოთ.....
წვეულება პიკს უახლოვდებოდა, ლორდი დეივი თუ ვიღაც ჩემნატყნავიშვილი მაგარი ბობოლა იყო, ფული ბევრი ქონდა და სახლიც თავისი ცოლის, ჯენის საშოსავით უზარმაზარი...ერთი ეგ იყო და გართობა აკლდა , ხოდა ასე ინაზღაურებდა...თავისნაირი ნაბოზვარი სასტავი შეეკრიბა , სიგარით ჩამწვარ ხახაში ისხამდნენ ძვირადღირებულ სკოტჩ ვისკს...თან ხორხოცებდნენ როცა 10 წუთის შემდეგ ვინმე რიგითი სტუმარი სერ ჩაჯმული ბაღში ღებინებას მორჩა და შემოიყვანეს , მუსიკა შეცვალეს .
ლორდი დეივი გუმანით მიხვდა რომ სასტავმა მოიწყინა. ხელი ასწია, ჩაახველა.....ყველამ იფიქრა რომ ახლა კი მთელი საღამო დადუმებული მასპინძელი და წვეულების სულისჩამდგმელი ლორდი რაიმე ჭკვიანურს და ამაღლებულს იტყვისო.....რაიმე ისეთსოოო...... ყველა ჩაჩუმდა.... ლორდ ბენჯამინის ქშენა ისმოდა მხოლოდ (მას ასთმა აწუხებდა) მაშინ ლორდმა დეივმა ხმამაღლა და დემონსტრატიულად გააკუა.....სტუმრები გაშეშდნენ...თვით გაკვირვებულმა ლორდმა ბენჯამინმაც კი შეწყვიტა ქშენა ...... დეივმა ბოროტად ჩაიღიმა, სუფრას დააკვირდა ჩაწითლებული თვალებით და კიდევ გააკუა..ამჯერად უფრო მწარედ ...სახეზე ნეტარი უდარდელობა ეწერა...
სტუმრებმა თავი ჩაღუნეს...მხოლოდ ვიღაც სერ ბოზიშვილის მეუღლე, აწ უკვე ქვრივი, გრაფინია, ვინმე ელისონი ადგა , სოკოს ღეჭვას თავი ანება, მერე დესერტის კოვზი აიღო, მაგიდაზე დააკაკუნა და გარკვევით, უელსურ დიალექტზე წარმოთქვა. --მართლა დებილი ვარ რა......ყველა ურთიერთობა ამ საგრაფოში ცხოველურ დონეზე დაგყავთ სერ დეივ!!.....წავეი ახლა სახში.მოგტყვნიათ პატრონი.....ლობიო მაქვს მოსახარში და თქვენი ყლეური წვეულების გამო გადმოვდგი....წავეი და ...სარი გითხრიათ პროჭში.....მშვიდობით სერ დეივ და პატივცემულო საზოგადოებავ !...და კიდევ!.....მზარეული არ გივარგათ!!!...
.... გრაფინია ელისონი ბაჯბაჯით წავიდა და კარი ისე გაიჯახუნა რომ საწოლ ოთახში, მეორე სართულზე, ლორდ დეივის გაპრანჭული დიდი ბებიის სურათი ჩამოვარდა...გამწარებული ელისონი კიდევ რაღაცას ყვიროდა....ჯერ ჭიშკრის გაღების ხმა გაისმა და მერე დეივის ძაღლის, წმინდა სისხლის დობერმენის ბოხი ყეფა ...მას კი ერთვოდა ელისონის გაბმული კივილი....მერე ხმა მიწყდა.
---ბებერი ტრაკი გამოაჭამა ალბათ ----გაიფიქრა ლორდ დეივმა, სიგარა გააბოლა და ფანჯარაში გაიხედა ...--ახია მაგაზე!..უზდელი! რამდენიმე წუთის შემდეგ მოწყენილმა სტუმრებმა ჩურჩული დაიწყეს..... დეივმა ჩაახველა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ..... --ნუთუ ისევ?--დაიხარა გვერდზე მჯდომისკენ და ამოიხრიალა ჩუმად ასთმიანმა ბენჯამინმა ---ისევ ჰაერს გააფუჭებს ეს ჩემანატყნავიშვილი....გერმანელი მაინც იყოს წარმოშობით!......სიგარაზე მომიკიდეთ, სერ დოლსონ.....გმადლობთ სერრრ....
ლორდი დეივი მაგიდას დაძაბული აკვირდებოდა...მსხვერპლს ეძებდა, გართობა სწყუროდა....ერთი ხელით წვერს იფხანდა, მეორით კი ცდილობდა ტრაკს მიწვდომოდა, რომელიც არანაკლებ ექავებოდა...მაგრამ სადღესასწაულო ტანსაცმელი ხელს უშლიდა. ქამარი შეიხსნა და დუნდულების ფხანას მოჰყვა....ეამა
----ქალბატონებო და ბატონებო!---ალაპარაკდა ნასიამოვნები და დაწყნარებული დეივი-----ახლა კი პოლიტიკას მოვხედოთ....
----ოჰ-----ოხვრამ გადაურბინა მაგიდას. ---პოლიტიკას! აბა პოლიტიკის დრო მოვიდა ბატონებო და ქალბატონებო! ---ოოოოჰ-----აკვნესდნენ სტუმრები და შეიშმუშნენ...
---აი, მაგალითად თქვენ!...--- დაიწყო დეივმა, თან თვალებით ბურღავდა ბენჯამინს, --როგორ მოგწონთ ინგლისური ოცნება?..როგორია???
ბენჯამინი დაიბნა..მერე ცახცახით ადგა , უმწეოდ მიმოიხედა. --თამამად ბენჯამინ, ---გაამხნევა სუფრაზე მჯდომმა საზოგადოებამ ეს უბედური. --ისააა...ალუღლუღდა ბენჯამინი---ეს მართლაც კარგი პარტიაა.... --დაასაბუთეთ, სერ,!----დაიღრიალა გაღიზიანებულმა დეივმა და ვისკი ჩაიცალა ხახაში. ----აი...აი მაგალითად..ჰო...სტოუნჰენჯი..დიახ! სტოუნჰენჯი! მათ ააშენეს..არაა? სუფრაზე ხითხითი გაისმა ბენჯამენი განაგრძობდა.. ----აბა რა იყო დღლაციონალების დროს? არაფერი.....არანაირი შენება, განვითარება და კეთილდღეობა!...მეუღლის გაჟიმვის სურვილიც კი არ მქონდა ხოლმე...საღამოს შევიდოდი ტუალეტში და .....იქაურობა ყარდა, როგორც მაჩვის პროჭი......ახლა კი...რომ შევდივარ , კბილის პასტის სუნი მხვდება....საოცარია,და თან ამ ბოლო დროს ჩემი მეუღლე რა სუნამოებს ხმარობს!!! ამაღელვებელია, სასიამოვნო....კიდევ საცვლებიც როგორი......
--ეს იმის გამოა რომ თქვენ გაგიჭირდათ სერ! ---მიახალა უსინდისოდ ლორდმა დეივმა--სისხლისმსმელი დღლაციონალების დროს თქვენ რამდენიმე ბანკი გქონდათ!.....ხომ ასეა????...მერე წაგართვეს!....თქვენი ცოლი იმიტომ კოპწიაობს ახლა რომ მას საყვარელი ყავს.....კბილებს კი იმიტომ იხეხავს რომ...რომ...... დეივმა ვეღარ გააგრძელა ტექსტი, ხმა ჩაუწყდა, მოძალებული სიცილის შეტევის გამო....მერე ბარძაყზე იპწკინა და დასერიოზულდა. გაფითრებულმა ბენჯამინმა ქშენას უმატა...თვალები გადმოკარკლა ლორდი დეივი უაღესად ნასიამოვნები იყო..სტუმრები იცინოდნენ. ბენჯამინი მოიკუნტა..მერე აკანკალებული ხელით რაღაცას დაუწყო ძებნა მაგიდაზე.... იპოვნა კიდეც და დეივს სახეში ესროლა. ვერცხლის ჩანგალმა ოთხი სალტო გააკეთა, მეხუთე სალტო არ დასცალდა და დეივს მხარში ჩაესო. ლორდმა ამოიგმინა.ჩანგალი ამოიძრო , საგვარეულო გერბს დაღრეჯილმა დახედა და მაგიდაზე დააგდო. --სულგრძელად გპატიობთ, სერ ბენჯამინ!----სხვა საუკუნეში რომ ვიყოთ, უეჭველი დუელში გამოგიწვევდით......---გამოსცრა დეივმა ახლა კი დაჯექით ! დაეგდეთ! სერ დოლსონ! თქვენ რას იტყვით? რას ფიქრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე??..როგორი შეგრძნებაა?.. დილსონი ელდანაკრავივით წამოხტა... ---აბაა დოლსონ!---დეივი შეუბრალებელი იყო --შოტლანდიას გაუმარჯოს ! --შეჰყვირა საყვირივით წვრილი ხმით დოლსონმა, სხვა რომ ვერა მოიფიქრა რა, თავისი ცოლი მაგიდაზე შეაყენა და ჭრელი ქვედაბოლო აუფრიალა. --შოტლანდიას ვერ დაჩოქებთ სერ! აი ასე!..
--მორჩით ყლეობას, სერ დოლსონ! არაესთეტიურია ეს სანახაობა!.....და ჩამოუწიეთ ქვედაკაბა თქვენს ცოლს ..ჯერ ხომ ბარძაყები არ უვარგა ...თან ეტყობა დიდი ხანი არ გამოუბანია და ...ყარს. დეივმა დემონსტრატიულად მოიჭირა ცხვირზე ხელი და დაიჭყანა....მას სუფრის სხვა წევრებმაც მიბაძეს....დოლსონმა არეული სახით ჩამოაყენა ცოლი ქვემოთ და დასვა..თან რაღაცაზე ხმადაბლა ეჩხუბებოდა....მერე ხელი ჩაიქნია და ვისკი დაისხა.... ........................
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.......დეივმა ისევ დაისხა ვისკი....დაძაბული ფიქრობდა....მერე სახე გაუნათდა, წამოხტა და დაიღრიალა: --დღეს ვინც კურიერს არ უყურა რუსთავი 2-ზე...იმის...............წადით! გააჯვით! ინტერნეტში უყრეთ! ..ერთ საათში ყველამ მომწერეთ ფეისბუქზე! ვინც ბოლო მომწერს.....
..სუფრა აიშალა....
დეივი მარტო დარჩა. დიდხანს იჯდა ასე..მერე გავიდა გარეთ, ნისლი გაფანტულიყო....მთვარეს ახედა...ძაღლს დაუძახა, ჩაეხუტა და ჩასჩურჩულა.. --ყველა მთავრობის დედა მოვტყან....არც დემოკრატიაა...არც კაი გართობა..არც ომია და არც მშვიდობა...მხოლოდ სმა, ჭამა და მეზობლებზე კაიფი.......მოსაწყენია ასე ცხოვრება...რატომ...რატომ???....ეჰ...ყოფნა? თუ არყოფნა?...
სერ დეივმა ტუალეტში ჩამოხრჩო იმ საღამოს თავი....სტუმრების მიერ დასვრილი ჭუჭყიანი პირსახოცივით ეკიდა...უნიტაზი დიდხანს ბუყბუყებდა, ჭირისუფალივით, გაუნძრევლად ედგა გვერდზე და თეთრად ელავდა...
P.S. იორკშირის საგრაფო. მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონი....... ლორდთა სახელები შეცვლილია..... ლონდონში ამ დროს არ წვიმდა, პროსტა ...სიტუაცია დავძაბეთ....
ს.ნ.2017
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|