 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 16 აპრილი, 2017 |
შევღონდი სამსახურში ჯდომით და მაუსის გორაობით...ყველა სოც ქსელი გადავჩხრიკე, გავედი-გამოვედი (ვირტუალურად) მერე ფეისბუქზე შევყოვნდი....ადგილობრივი წესისამებრ დავპოსტე რომ მზე ამოვიდა, ღრუბელი ჩამოეფარა...გაწვიმდა...თავი მომეფხანა,ყავა დავლიე, გაზაფხულია.... და ა.შ. თან წვერს ვიწიწკნიდი ნერვიულად და ვფირობდი..კიდევ რა საჭირო და ექსკლუზიური ინფორმაცია დამედო! რაღაც მომენტში ჩამეძინა კიდეც მაუსით ხელში....მესიზმრა რომ ნეო ვიყავი მატრიციდან და სოც ქსელები მიტევდნენ...ვირტუალური მატრიცა ჩემს გარშემო კონცენტრირებულიყო....მრავალფრად ელავდა.....შავსათვალიანები კი მიყურებდნენ და ელოდნენ როდის დაიწყებდა თომას ანდერსონი, ანუ ნეო, (ანუ მე ) ბრძოლას მათთან.... დავიძაბე...ფრენისთვის მოვემზადე ...ამ დროს მაუსი მაგიდის კიდეს ჩასცდა და რადგან მე მასზე ვიყავი მინდობილი, თავი ჩამომივარდა ...გამოვფიზლდი. მატრიცა გაქრა. მივხვდი რომ თუ ახლა არ გავალ და არ გავისეირნებ, ფსიქოლოგთან მომიწევს ვიზიტი.... გავისეირნე ძველ თბილისში.....მივდიოდი ასე ნელა და ვცდილობდი ჩემი ქალაქი ტურისტის თვალით დამენახა...თუმცა არაფერი გამომდიოდა....ყველგან რაღაც მახსენდებოდა..აი აქ დავლიე..აქ ვიჩხუბე...აქ ღამე მთვრალმა მივაფსი.... მოკლედ, როგორც არის ხოლმე.....ოჰ ეს მოგონებები! ამ დროს ვიღაცამ შემაჩერა და რუსულად მკითხა: --დამეხმარებით? ჩემს წინ მშვენიერი რუსი ქალი იდგა, თვალები უცუმციმებდა.. --კანეშნა, დოროგაიგა...მივიგე დაბნეულმა...რით დაგეხმაროთ? --მოკლედ, ღვინო შემარჩევინეთ კარგიო..დაახლოებით ისე ჟღერდა, როგორც ერთ ძველ ქართულ ფილმშია....კაკ ტი დუმაეშ, ჩტო ლუჩშე, ნაფარეული ილი მუკუზანი? ---გურჯაანი!--- მივუგე თვალების ხამხამით. მარკეტში ღვინო 39 ლარი ღირდა..სანამ მე პირი გავაღე და ვუთხარი რომ ეს ძალიან ძვირია..მან უკვე ოთხი ბოთლი მიაქცია პარკში....ჯანდაბას მეთქი შენი თავი... ვიარეთ, ბევრი ვისაუბრეთ ხელოვნებაზე, სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე...პოლიტიკასაც ვერ ავცდით და უკვე ისე დავმეგობრდით რომ ოკუპანტი ხარ თქო ვუთხარი ნახევრად ხუმრობით ---ჩტო ვი გოვორიტეო..მოლოდოი ჩელოვეკ! მე ტანკში არ --ვმჯდარვაროოოო... --არაქალური ლოგიკა..!---გავიფიქრე და გავჩუმდი....მასე პუტინიც არ მჯდარა მეთქი....კინაღამ ვუთხარი მერე ახალი თემის ძიებაში ერთხანს ჩუმად მივდიოდით...უკვე ოთხჯერ გადავკვეთეთ მტკვარი..ის პატარა ბავშვივით თავს ატრიალებდა და ყველაფერი უხაროდა , პუშკინის სკვერთან ამოვუხვიეთ...ამ დროს ისევ შემომიტია ქართულმა ხასიათმა და.....დამპყრობლები ხართ მეთქი..ახლა ეს ვუთხარი, ისევ იუარა სიცილით და მე კი არა თქვენ ხართ დამპყრობლებიოოოო..ეს როგორ მეთქი და იცი რაო? მე ჟურნალისტი ვარო, სასტუმროში ,კომპიუტერში მაქვს მასალები, ძალიან საინტერესო და თან არ იციო....არ გინახავსო....აზრზე არა ხაროოოო წავყევი. ის ოთხი ბოთლი ხომ დაილია...დამატებაც კი მოგვიხდა......(ამჯერად უკვე არყის) დილით მივხვდი რომ ის მართალი იყო......მე ის....ის..... დავიპყარი. დამპყრობლები ვართ, აბა რა.....! ს.ნ.2017
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. პყრა საინტერესო პროცესია პყრა საინტერესო პროცესია
5. ვა, საინტერესო იყო, დაპყრობილმა დამპყრობელი დაიპყრა. ვა, საინტერესო იყო, დაპყრობილმა დამპყრობელი დაიპყრა.
4. როგორ ხარ იუმორის მამავ? :)
როგორ ხარ იუმორის მამავ? :)
3. როგორ ხარ იუმორის მამავ? :)
როგორ ხარ იუმორის მამავ? :)
1. ...კბილი კბილის წილ! :) ...კბილი კბილის წილ! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|