ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2017


დროა ხმაურის

ყოველთვის ნამდვილი იქნება შეგრძნება,
როგორც წყალქვეშა დეფორმაცია;
მაშინ თუ ნებას გაითავხედებ
გარემოების შესაბამისად.
დროა ხმაურის, დროა ხმაურის...
რადგან ოცნება მარადიული
გადაეშვება, შეუერთდება
მოგზაურობას აორთქლებამდე.
აღარ გექნება სხვა გასაქანი,
ხელი ჩაქნევას გადაიფიქრებს,
თან გაიფიქრებ კლდეებს ჩანჩქერი
თითქოს ჭაღარა ნაწნავის მსგავსად
უკვე წელამდე ჩამოუგდიათ.
დადგები ქართან პირის შექცევით,
ან რჩები ხალხთან წყალს რომ იგუბებს
იმ გზაზე,მთას რომ ვიწროდ ევლება,
როგორც მსუქანის ღიპზე ქამარი.
დროა ხმაურის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები