ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პროზა
28 აპრილი, 2017


ბლუზი

ძილისწინ ნაცარმიყრილ ნაკვერჩხალს ჰგავს ახლა ჩემი სიყვარული..
გაიღვიძე..
გაიღიძე..
გადამაცალე ეს ნაცარი და სული შემიბერე,სანამ მთლად არ ჩავქრი..
გამაღვივე..
და გაითბე გაყინული ხელები..
ნუ გეშინია..ახლოს მოდი..
ის ერთი ბოთლი სასმელიც ჩამოიღე ბუხრის თავიდან,გუშინ რომ აღარ დალიე..
რა ჭიქა?....ჯანდაბას ჭიქა და ეტიკეტები! როცა ხელები ასე გაყინული გაქვს..
დალიე რომ სისხლი იგრძნო კაპილარებში...
შენს სუსტ მაჯებში..
ქაღალდისფერ თითებში..
ჩართე ძველი ფირფიტებიანი რადიოლა..
ბლუზი ჩართე..
დახუჭე თვალები და უსმინე ჩემს ხმას..
ჩემს ხმას და მუსიკას..
დახუჭე თვალები და გათბი....
BLUES IN MY SOUL....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს