ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიომიქაბერიძე
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2009


20 class "A" candles

ვიყიდე თამბაქოს სანთლები
- სულ ოცი ცალი...
მივიღე სითბო და კვამლიანი ნუგეში,
სამოთხეც აქვეა - სულ ოცი წამი...

ოთახში ბინდად ჩამოგვაწვა უსარულობის ნათელი სევდა,
ჭერზე ნაპრალი შუქს ატარებდა და მოწვეთვადა - სიჩუმე, წყალი...
შენ და ტუჩები განაგრძობდით ბოლოჯერ ლოცვას,
მახსოვს სივრცეში ჩვენ დავტოვეთ – სიტყვები, კვალი...

გამყოფ კედელზე მოციმციმე შანდლების შუქი
და ხელი ჩემი დასანთლული მსუბუქი ფერფლით
ეგებებოდნენ საოცრების პირველ აკორდებს;
მე კი კუთხიდან თვალს ვადევნებდი ხმაგაბადრული
თუ როგორ მიიწევს ნათელი ღამე ბნელი დღისაკენ
და როგორ იწვის თეთრი სანთლები
ეს ოცი ცალი...
ლოცვა-ვედრება გადაბარგდა კვამლად ჭერისკენ,
ჩემი დროც მოდის, დარჩა სულ ცოტა,
სულ... ოცი წამი...

2008




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები