მაწყვალთის მთიდან არწივივით მაღლა ავფრინდი და საქართველოს ცის თაღებში გავინავარდე, ჩამომდგარიყო სიყვარულის ნორჩი ამინდი და გულისცემის ხმა ისმოდა უფლის კარამდე.
გადმოჰყურებდა თვით უფალი ზეცის სარკმლიდან და ხორცს ასხამდა სიყვარულის თამამ ნაბიჯებს, დაკრეფილ ვარდებს თითო ფოთოლს ლაღად აცლის და გადმოჰფენს გზებზე ერთგულებით, სადაც აბიჯებთ.
სადაც სხვა გზები დაიწყება ამიერიდან, სადაც სიცოცხლე აყვავდება ედემის ბაღად, სადაც სიკეთე არ იქნება წამიერი და სადაც თქვენს გრძნობებს არ ექნებათ სიცოცხლის ვადა.
როგორც ტარიელ მიჯნურობდა დაკარგულ ნესტანს და ჯულიეტას ერთგულობდა, როგორც რომეო და არ აჰყვებით, როგორც ევა აჰყვა იმ ეშმაკს, არც უფლის რწმენა არას ძალით გადააბეროთ.
დღეს გაზაფხულის მობიბინე თქვენ ხართ ფერები ამ ცის თაღებსაც სიყვარულის სურნელი ათრობს. უფლის გვერდით კი მომღიმარი ქალი ცრემლებით თავის შვილების ბედნიერი წამებით ხარობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|