| ავტორი: ნუგუნა ჟანრი: პოეზია 20 მაისი, 2017 |
მე მინდა უმიზნოდ წავიდე, გავიდე ჩვენეულ სივრციდან. ორბიტა ნაბიჯით გავზომო. მანძილი ციდან და მიწიდან. პლანეტებს ადგილი ვუცვალო, ქარებსაც ვატანო ფიქრები. მზეს მოვეხვიო, ჩავძახო: ცივი, ნურასდროს იქნები. მეც ისე დავიწვა მზესავით, უფერფლოდ, უკვალოდ, ხალისით. მერე მეც სხივები ვაფრქვიო, უკლებლივ ყველასთვის, თავისით. ჩემი ფიქრებით მე მინდა, გავცდე, საზღვრებს და ნაპირებს. თორემ ჩემს მეტი ამას სხვა, მგონი, არავინ აპირებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უმიზნოდ წასვლას - ბოდიალი ქვია. კაია ბოდიალი :))) უმიზნოდ წასვლას - ბოდიალი ქვია. კაია ბოდიალი :)))
1. სხვებიც აპირებენ :)
სხვებიც აპირებენ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|