შეშინებული ვუცქერდი სიბნელეს. სიბნელე კი ამაყად დამდგომოდა თავს. საშინლად მიცემდა გული. მიწისძვრამ გამაღვიძა... სხეულის მიწისძვრამ, ან იქნებ სულის? ვინ იცის?.. არ მახსოვს რა კადრებს ვუყურებდი, ვერაფრით გამოვსტაცე ძილს. უცნაური გრძნობა მანგრევდა შიგნიდან რაღაც იმის მსგავსი სეტყვა, რომ დალეწავს ვენახებს. ცოდვა გამახსენდა, რომლისთვისაც არასდროს მითხოვია პატიება. უფრო მეტიც. ალბათ კიდევ ჩავიდენდი იმავეს შანსი რომ მქონოდა. ახლა კი იშვიათი სინანულის წამმა ჩამოკრა. სული, სხეული, სისხლი, თვალები... ყველა უჯრედი ნანობდა ჩადენილს. ვნანობდი, მაგრამ ვერ ვბედავდი მეთხოვა პატიება. სხვა როგორ გინდა როცა ამდენი დრო გადის და ერთხელაც არ ნანობ, ერთხელაც არ შევედრებიხარ უფალს რომ მოგიტეოს. საკუთარი თავის უნდა გრცხვენოდეს, რომ დადიხარ ცოდვილი უცოდველ მიწაზე ასე ამაყად. ტირილი გწყურდება... გინდა გადმოაყოლო ცრემლებს ყველა სიბინძურე სულიდან, მაგრამ... გრძნობ რომ დამშრალა ცრემლები შენი სიწმინდესავით და შენთვის ტირი, მშრალად, გულში და უცრემლოდ. სუნთქვაც გაჭირდა - ხრიალებ... თითქოს სიბნელემ დაგაფარა თავისი შავი ხელები და გახრჩობს...
რაღაცამ გადამარჩინა... ალბათ იმან ერთხელ მაინც, რომ ვახსენე ღმერთი. მშვიდდება სისხლი, გულისცემა, სულიც და ისევ მშვიდ ძილს ეძლევი. თენდება. სინათლე ავსებს ოთახს. და ისევ ვდგამ ცოდვინ ნაბიჯებს, ცოდვილი გზით, უცოდველ მიწაზე, ისევ ამაყად...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გაიხარე. შენც წარმატებები. შინაგანი ბრძოლა ყველაზე დიდი ბრძოლაა... და გვინდა კი გამოსწორება... საკითხავიც ესაა... გაიხარე. შენც წარმატებები. შინაგანი ბრძოლა ყველაზე დიდი ბრძოლაა... და გვინდა კი გამოსწორება... საკითხავიც ესაა...
2. მადლობა დიდი ამ ლექსისთვის ... მეც ეგ მჯირს ... ვიცი რომ ცოდვაა ვნანობ მარა მინდა კი გამოსწორება..?? ეს კითხვა მღრნის... რწმენის ნაკებობის ბრალია ალბათ.. მთავარია ბოლოს წამოვდგეთ... წარმატებები მოყვასო შინაგან ბრძოლაში... ღმერთმა გაცხოვნოს მადლობა დიდი ამ ლექსისთვის ... მეც ეგ მჯირს ... ვიცი რომ ცოდვაა ვნანობ მარა მინდა კი გამოსწორება..?? ეს კითხვა მღრნის... რწმენის ნაკებობის ბრალია ალბათ.. მთავარია ბოლოს წამოვდგეთ... წარმატებები მოყვასო შინაგან ბრძოლაში... ღმერთმა გაცხოვნოს
1. მადლობა დიდი ამ ლექსისთვის ... მეც ეგ მჯირს ... ვიცი რომ ცოდვაა ვნანობ მარა მინდა კი გამოსწორება..?? ეს კითხვა მღრნის... რწმენის ნაკებობის ბრალია ალბათ.. მთავარია ბოლოს წამოვდგეთ... წარმატებები მოყვასო შინაგან ბრძოლაში... ღმერთმა გაცხოვნოს მადლობა დიდი ამ ლექსისთვის ... მეც ეგ მჯირს ... ვიცი რომ ცოდვაა ვნანობ მარა მინდა კი გამოსწორება..?? ეს კითხვა მღრნის... რწმენის ნაკებობის ბრალია ალბათ.. მთავარია ბოლოს წამოვდგეთ... წარმატებები მოყვასო შინაგან ბრძოლაში... ღმერთმა გაცხოვნოს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|