ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2017


და მერე შენ იცი...


ჩადიან დღეები ცხოვრების სცენიდან,
ჩადიან ჟამთასვლის ფეხჩქარი დინებით.
მარტოდ მყოფ სიყვარულს გულშიც კი შესცივდა
თვალებსაც ღიმილი შემორჩათ მცირედი.

(მიდიან დღეები, გრძელდება სპექტაკლი
დღე-ღამე ერთმანეთს ფარავენ ნიღბებით,
დღისით ღიმილის შედევრებს ვერ დათვლი,
ღამით კი საკუთარ ცრემლებში ვტირდები).

რად მინდა ღიმილი, თუ გულში სეტყვაა
სული კი დაბმული ქარივით ხრიალებს,
ტკივილი თითქოსდა ღიმილმა შეცვალა
და მაინც ცრემლი თუ მომირჩენს იარებს.

თუ მტკივა ვიტირებ, ვიწვიმებ ცასავით
ვიტირებ ისე რომ შეშურდეთ ცრემლების,
გულიდან წამოსულ ღიმილსაც ვასწავლი
თვალებსაც, სულსაც და ცოცხალი ფერებით

ავავსებ ჭრილობებს ახალი სისხლით და
დაბზარულ გულშიაც შენს მონატრებებად
ამოვზრდი ყვავილებს, ზამთარს რომ უცდიდა
მერე კი შენამდე მოვაფრენ მტრედებად.

გულის არიდან მოწყვეტილ ვარდებსაც,
მოჰყვება ცრემლები სიყვარულს განიშნებს
და მერე შენ იცი გზის პირას დაჭკნება,
თუ წიგნში ამ გრძნობის დარჩება სანიშნედ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები