| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 14 ივნისი, 2017 |
ფილოსოფისთა სიაში მთვარის სხივები არ ქსოვენ ბადეს, არ ტოკავს ქარში იასამანი, ღამეს სიბნელე შავ ფონად ადევს და არ არსებობს გამოსავალი ... ჩემს გასათელ გზას სხვა ვერ გათელავს, სარკმლიდან მიმზერს ნაფლეთი ზეცის, არეულ მუზებს, ღამენათევარს, გაორებული ფიქრი თავს ესხმის. ესხმის და ვხვდები, დაჯაბნის მუზას, თუმცა მათ ჭიდილს აზარტი ახლავს, დრო რუბიკონს ჰგავს - სანაცვლო ვუზღა, აღარასოდეს, ან მხოლოდ ახლა! ... რა დროს ლექსია! - მოუკვდა თავი! ფილოსოფიას დავურწევ აკვანს, შემოდგომაზე წიწილებს დავთვლი, მუზის ხსოვნისთვის მამალსაც დავკლავ! ... რადგან ,,გავჭერი,’’ ბედსაც გამოვცდი, და გამოვიწვევ დუელში იღბალს, მაქვს გასავლელი მყაყე ჭაობი, მაინც გავივლი არ გავტეხ სიტყვას! მხარში შემდგარი მცირე იმედი, ჩემში აღვივებს მინავლულ რწმენას, ჭაობის ბოლოს თუკი გავედი, ფილოსოფოსთა სიაშიც შევალ! ... მთვარის სხივები არ ქსოვენ ბადეს, არ ტოკავს ქარში იასამანი, ღამეს სიბნელე შავ ფონად ადევს და არ არსებობს გამოსავალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არაა ასე მარტივი ფილოსოფოსობა. არაა ასე მარტივი ფილოსოფოსობა.
1. "ღამეს სიბნელე შავ ფონად ადევს და არ არსებობს გამოსავალი."
რაღაც ისეთი განწყობით წავიკითხე...კარგია!
+5
"ღამეს სიბნელე შავ ფონად ადევს და არ არსებობს გამოსავალი."
რაღაც ისეთი განწყობით წავიკითხე...კარგია!
+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|