ურცხვად ეფერება ეს ზღვა სანაპიროს, ტალღამ ყველა კენჭი ვნებით გადაკოცნა. მინდა შენს თვალებში ისე ჩავიძირო, როგორც ჰორიზონტზე მზე ჩასვლისას მოჩანს.
თუკი ტალღებივით ყელზე მოგეხვიო, მერე გავბედო და ტუჩებს ჩავეკონო, თავს ნუ დაიფასებ, არ თქვა მომეშვიო, რადგან შემაჩერო? არა, არ გეგონოს!..
თვითონ ამიმღვრიე ფიქრი დილიდან და წყნარი ოკეანე ვეღარაა მშვიდი. აბა რა გეგონა თმებს რომ იშლიდი და ვარდისებურ ბაგეს საკოცნელად ხსნიდი.
ჰოდა წვიმასავით მკერდში ჩაგეღვრები, ერთურთს გავუცვალოთ ჩვენი გულისცემა. შენი კერტებიდან ვნების ნაღვენთები დამდნარ სანთელივით მუცელს დაეცემა.
ასჯერ გაკოცებ და ასჯერ აგიფეთქებ ყველა სირცხვილგახდილ ეროტიულ მიზანს, როცა ჩემი სუნთქვით გაგიშიშვლებ ფეხებს, როგორც შემოდგომით ქარს ფოთლები მიაქვს.
მე მოვნახავ ყველა ბილიკს ტუჩებიდან სავსე მკერდისაკენ გზა საითაც მიდის, შენს სხეულზე სურვილები ურჩდებიან, მე ვიქნები თვითონ ტურისტიც და გიდიც.
თავაწყვეტილ ვნების ქარში დაინთება შენს სხეულზე მოდებული მწველი ცეცხლი - ჟრუანტელის, და კვნესის ხმით დაიწყება ჩემს მკვლავებში შენი, ვით ფრთხიალი მერცხლის.
ასკდებოდა, ვენებს სისხლი ნაგუბარი ვიდრე ამ სურვილებს ზღვის ნაპირზე ვფენდით, ჰოდა, მოდი გადმომეცი საჩუქარი, გადავფურცლო დროა, შეღეღილი მკერდი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|