ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტომი1981
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2017


მოდი დავწეროთ!

ისროლე და კვლავ ვიღაცა მოკვდა
მე ჯერ შენთვის ფასეული არ ვარ,
მერამდენედ გადავურჩი ტყვიას,
სიყვარულის პანთეონში ვდგავარ!
მკვლელს არ გავხარ, თუმცა შენი ლანდის,
კუდი უკვე ვერ ეტევა ყავარს,
თავიდან რა ტკბილად შეგყავს ფანდი,
მოალბობ და გადაუჭრი მთავარს!
გახვეული სიყვარულის ბანგში,
გიყვარს როცა დაფარფატებ ნებით,
რა თქმა უნდა აღმატებულ რანგში და
რა თქმა უდნა ანგელოზის ფრთებით.
მხოლოდ ერთხელ გნახე და იმ დღიდან,
გადარჩენის მერამდენედ შევსვი,
თუმცა დარდი გულს ღრნის თბილი მხრიდან,
და მეც შენსავით უძილობას ვერჩი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები