| ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი 2 ივლისი, 2017 |
*** აგვისტო - ასტრების თვალი და ზეცა ვარსკვლავებიანი, ყურძნის და ცირცელის ჟღალი მტევნები სავსე და წვნიანი.
აუგუსტოს! იმპერატორო, საიმპერატორო ვაშლით, აგვისტო! ზაფხულის ბატონო, ცუღლუტობ, როგორც ბავშვი. გულს ესალბუნები, ხელისგულს ზედ გადაუსვამ გაშლილს.
აგვისტო - გვიანი კოცნების, აგვისტო - ელვის და ქუხილის, ვარდებზე დაცლილი ოცნების, და ნაგვიანევი წუხილის... აგვისტო - მტევნების ასხმა და ვარსკვლავების თავსხმა. *** Август - астры, Август - звезды, Август - грозди Винограда и рябины Ржавой - август! Полновесным, благосклонным Яблоком своим имперским, Как дитя, играешь, август. Как ладонью, гладишь сердце Именем своим имперским: Август!- Сердце!
Месяц поздних поцелуев, Поздних роз и молний поздних! Ливней звездных - Август!- Месяц Ливней звездных!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. უღრმესი მადლობა. უაღრესად საინტერესოა ჩემთვის თქვენი აზრი. უღრმესი მადლობა. უაღრესად საინტერესოა ჩემთვის თქვენი აზრი.
4. შედევრია, არ მიყვარს გადაჭარბება, მაგრამ მგონი, არ ვაჭარბებ! შედევრია, არ მიყვარს გადაჭარბება, მაგრამ მგონი, არ ვაჭარბებ!
3. პოეზიის თარგმნა ურთულესი რამ არის. ლექსის ზომა, რითმა,რიტმიკა, შინაარსი და შინაარსის გადმოცემის ტექნიკა(მხატვრული სახეები). შეუძლებელია, ან ძნელად შესაძლებელია თარგმანისას ეს ყველაფერი შეინარჩუნო, ამიტომ რაღაცა რაღაცას უნდა ენაცვალოს. ყოველმხრივ დედნის ტოლფასი ვერანაირად ვერ გამოვა მთარგმნელმა უნდა ამოიცნოს თვითონ ავტორმა რას მისცა პრიორიტეტი. რა უნდა შენარჩუნდეს და რა შეიძლება რომ გაიწიროს. მომეწონა.
პოეზიის თარგმნა ურთულესი რამ არის. ლექსის ზომა, რითმა,რიტმიკა, შინაარსი და შინაარსის გადმოცემის ტექნიკა(მხატვრული სახეები). შეუძლებელია, ან ძნელად შესაძლებელია თარგმანისას ეს ყველაფერი შეინარჩუნო, ამიტომ რაღაცა რაღაცას უნდა ენაცვალოს. ყოველმხრივ დედნის ტოლფასი ვერანაირად ვერ გამოვა მთარგმნელმა უნდა ამოიცნოს თვითონ ავტორმა რას მისცა პრიორიტეტი. რა უნდა შენარჩუნდეს და რა შეიძლება რომ გაიწიროს. მომეწონა.
1. ძალიან მაგარია, ცვეტაევას ქართული რომ ცოდნოდა, ასე დაწერდა ზუსტად, მომეწონაააააა, ნუ იტყვით. 5.
ძალიან მაგარია, ცვეტაევას ქართული რომ ცოდნოდა, ასე დაწერდა ზუსტად, მომეწონაააააა, ნუ იტყვით. 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|