ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხულორდავა96
ჟანრი: თარგმანი
20 ივლისი, 2017


არტურ რემბო ოფელია

არტურ რემბო
ოფელია
1
მშვიდ, შავ ტალღაზე, ვარსკვლავები სადაც ანთია,
მიცურავს თეთრი ოფელია, როგორც სოსანი,
ნელა მიჰყვება წყალს მისივე თეთრი მანტია,
შორს ტყე გუგუნებს, მწვანით ჯერაც შეუმოსავი.
ათასი წელი გაილია, მიაქვს მდინარეს,
როგორც აჩრდილი საღამოის, ეძლევა შვებას
და მისი ჩუმი შეშლილობა, პირმოცინარე,
მწუხრის ნიავზე მივიწყებულ რომანსებს ყვება.
ქარი ემთხვევა, ეფინება გულ-მკერდზე ზეწრად,
ქანაობს თეთრი საბურველი, დაბლა დაშვებით,
მის სათუთ მხრებზე აკვნესდება მტირალი ძეწნა
და სპეტაკ შუბლზე იხრებიან თვით ლელქაშები.
ირგვლივ ოხრავენ დუმფარები, ბინდში ჩანთქმული,
ჟამიდან ჟამზე ერთი ბუდეც შეკრთება, ციდა
და იმ ბუდიდან გაფრენილი ფრთების ფათქუნით,
ეშვება სხივი თავანკარა, მოწმენდილ ციდან.
2
ოი, ფერმკრთალო ოფელია! სახებავ თოვლის!
ჯერაც პატარა წასულხარ და ხსოვნად იქეცი,
ეს ის ქარია, ნორვეგიის მთებიდან მქროლი,
თავისუფლება რომ მოჰქონდა უსასტიკესი.
ეს ის ქროლვაა, თვით ბუნებამ რომ გიწყალობა,
თმებს გიგრეხდა და ლელიანებს ჩუმად მოხრიდა,
დედაბუნების ჩაესმოდა შენს სულს გალობა,
ხეთა უბრალო ჩივილიდან, ღამის ოხვრიდან.
ეს ზღვის ტალღების გუგუნია, არ დააბრალო
სხვას აღარავის,ის გიმღვრევდა გულსა და გუმანს,
რომ ის ფერმკრთალი უფლისწული, გიჟი საბრალო,
აპრილის დილით ჩამოგიჯდა ფეხებთან ჩუმად.
თავისუფლება! სიყვარული! ზეცის კამარა!
დნებოდი მყისვე, თოვლს ცეცხლისკენ როცა გისროდა
და ასე დარჩი უკანასკნელ ხილვის ამარა,
როცა ჩაუდგა ცისფერ თვალებს მარადისობა.
3
ღამით ყვავილებს დაეძებსო-ამბობს მგოსანი,
ვარსკვლავთა შუქზე გამოდიხარ, თითქოს, მუდარით,
ყვება, ვნახეო ოფელია, როგორც სოსანი,
დიდ მდინარეზე გაწოლილი თეთრი სუდარით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები