* * * ჩვენს აქ მოსვლამდე ბევრმა წყალმა ხომ ჩაიარა, მბრუნავ ჩარხისგან ბევრს მიეგო, ალბათ, იარა, მიწაზე ფრთხილად გაიარე, ეს ლამაზმანის თვალის გუგაა, მთლად უბრალო მიწა კი არა.
* * *
ვინც კი მოვიდა, ქუდს დღემუდამ ჭერში ისროდა, აბა, ქეიფი, ალერსი და სმა და მისნობა, ერთ დღესაც ჯამი დაცალეს და დადუმდა ყველა, იმ ძილს მიეცნენ, რასაც ჰქვია მარადისობა.
* * *
ასე ამბობენ, სამოთხე და მისი ჰურია სჯობსო ყველაფერს, მე კი მაინც ღვინო მწყურია, ნაღდი აიღე და ნისიას შეეშვი, ძმაო, ბუკის ჟღარუნი შორიდანაც საამურია.
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ვუერთდები ++ ვუერთდები ++
4. დიდი მადლობა! დიდი მადლობა!
3. ვინც კი მოვიდა, ქუდს დღემუდამ ჭერში ისროდა, აბა, ქეიფი, ალერსი და სმა და მისნობა, ერთ დღესაც ჯამი დაცალეს და დადუმდა ყველა, იმ ძილს მიეცნენ, რასაც ჰქვია მარადისობა. + + + მშვენიერი თარგმანია 5.
ვინც კი მოვიდა, ქუდს დღემუდამ ჭერში ისროდა, აბა, ქეიფი, ალერსი და სმა და მისნობა, ერთ დღესაც ჯამი დაცალეს და დადუმდა ყველა, იმ ძილს მიეცნენ, რასაც ჰქვია მარადისობა. + + + მშვენიერი თარგმანია 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|