 | ავტორი: ნატალიააა ჟანრი: პოეზია 15 ივლისი, 2017 |
ამ წამს ვიღაცა სადღაც ლოდებთან მოსთქვამს, ვიღაც შვილის სიცოცხლეს ავედრებს უფალს, ვიღაც ძაძებს ახვედრებს ალიონს, ვიღაც ობლობას სჩივის თავისას, ვიღაც _თავის ემიგრანტობას, ვიღაცა ლუკმას სიმწრით დაეძებს, მუჭით მათხოვრობს, ვიღაც _ოცნებობს ფეხზე დადგომას, ვიღაცის თვალებს სიბნელე აწევს, ვიღაც სიყვარულს ეძებს და კარგავს, ვიღაც ნატრობს რომ გაიგონოს ჟღერა ბუნების... ვიღაცა ოცნებობს სახლზე და ღამეს ცისქვეშ ათენებს... ვიღაც რაღაცას მუდამ დაეძებს, ვიღაც ქვრივობის წამებას ითვლის, ვიღაც ასველებს ცრემლით ტკივილებს, ვიღაც პეპლის სიკვდილსაც გლოვობს, ვიღაც ლოცულობს, უფალმა გააძლიეროს... ცხოვრება მიდის, ვერ უმკუნალებს დრო ...ტკივილებს... ცრემლებს... და სადღაც ამწამს ახალი სიცოცხლის ტირილი ისმის.. .... მადლობა უფალს ყველაფრისათვის რაც გამაჩნია დღეს! ნ. კახელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჰო ასეა, მომეწონა ეს: ,,და სადღაც ამწამს ახალი სიცოცხლის ტირილი ისმის''... ჰო ასეა, მომეწონა ეს: ,,და სადღაც ამწამს ახალი სიცოცხლის ტირილი ისმის``...
3. ვისაც როგორც უნდა ისე აღიქვას :) ვისაც როგორც უნდა ისე აღიქვას :)
1. ჩამონათვალი უფროა, ვიდრე პოეზია ჩამონათვალი უფროა, ვიდრე პოეზია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|