ივლისის საღამო - დიდი მარგინალი. მილი ხახაფჩენილ გვალვის მტვერში ბოლავს. გარეთ ვიღაცები სიცხეს აგინებენ და ეს იქნებოდა მთელი მეტაფორა მეც რომ გარეთ ვიყო. არანორმალური სიმარტოვეა და სი-ლა ბემოლები. ვხდები პოსტმოდერნი დენდი, ფორმალურად შენზე ფიქრებს რადგან უფრო ვემალები. გარეთ ჰაერია დიდი სიმყრალივე. სახლში მუსიკა და პლანი - დევაინტი. ჩემი ყოფნა ისე ჩამოვიყალიბე რამე ახალი რომ თუნდაც დავაპირო ვიცი, არც გამოვა. სადღაც დამიჭერენ ძველი სურვილები, აწმყოს რაციონი. თვალებს დავხუჭავ და თუკი დამიჯერებ მთელი უშენობა მოგავს გრაციოზულ, ლამაზ სინამდვილეს. ასე რომ არ იყოს სულ არ იქნებოდა. სულ არ იქნებოდი. მერე ჰაერმა რომ სადღაც გამომრიყოს როგორც ზღვის ტალღებმა გვამი ბეჰემოტის - ამას წარმოიდგენ? გავხდი მარგინალი. და მეც ხახაფჩენილ გვალვის მტვერში ვბოლავ. გარეთ ვიღაცები სიცხეს აგინებენ, და ეს იქნებოდა მთელი მეტაფორა...