ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატალიააა
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2017


ნაბიჯებს

ნუ მითვლი ნაბიჯებს..
ნუ...
არ გინდა ...გთხოვ....
შენამდე ვერ მოვალ...
ჩემი ნაბიჯები
სულ სხვა გზით მიდიან..
იასამნისფერ ქუჩებს
გადიან...
ნუ მითვლი ნაბიჯებს...
ნუ...
ხო, ისევ მოვლენ
იები...
თმებში ჩაუბნევ სხვას...
მე?!
მე კი კვლავ გავივლი
დათოვლილ ქუჩებს...
არ გაგიხსენებ შენ...
ნუ მითვლი ნაბიჯებს..
ნუ...
ჩვენ შორის გზებია
ახლართულ_უვალი..
შენამდე ვერ მოვალ..
ნუ მითვლი ნაბიჯებს...
გთხოვ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები