ბერად შემდგარი დიდი ვეზირი * * * ნუ გეფიქრება, დრო მისაჯრელს ისედაც მიჯრის, ზეიმზე მივალ, ოღონდ უკვე გაძარცვულ ფერთა, ამ სიჩუმეში გაბნეული მარცვალი ბრინჯის, თითქოსდა, სულში ჩამივარდა სიკვდილთან ერთად. * * * დავაგდე ესე სამყოფელი, რუდუნს მოვეშვი. ჩინსა და მაჩინს დავეთხოვე, ჩინის ტარებას. ცადალანძული მწვერვალების სიმყუდროვეში, ამ ყრუ მარტოკაცს მარტო შვება არ მეკარება. * * * თვალებში ჭმუნვა, როდინდელი, ისევ ანთია, მწუხარედ გდია, რა ხანია, ნადავლი წლების- ჩემი კიმონო, გაძარცვული ძველი მანტია, დრომ შეუმჩნევლად რომ მოჰპარა ძვირფასი თვლები.
(თარგმნა გიორგი ხულორდავამ)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. დიდი მადლობა! დიდი მადლობა!
5. ლამაზია თარგმანით. ლამაზია თარგმანით.
4. როგორც არ უნდა იყოს, კარგ პოეზიას გვაცნობ. მიხარია ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა როგორც არ უნდა იყოს, კარგ პოეზიას გვაცნობ. მიხარია ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა
3. თავს არ ვადარებ, ცხადია, ამ დიდ ხალხს! თავს არ ვადარებ, ცხადია, ამ დიდ ხალხს!
2. ორიგინალიდან არ მითარგმნია, ცხადია. არცაა მითითებული, როგორც ხედავთ. პოეზიის თარგმნა ხშირად ენის არცდონის გარეშე ხერხდება. ეზრა პაუნდი ლი ბოს რომ თარგმნიდა ჩინურიდან, ენა არ იცოდა . რუსეთში გიტოვიჩიც სარგებლობდა მონზელერის პწკარედებით. ჩვენმა ცნობილმა თამაზ ჩხენკელმაც ამ პრინციპით თარგმნა ჩინური და იაპონური (ზოგადად, მსოფლიო პოეზიის არაერთი ნიმუში) ორიგინალიდან არ მითარგმნია, ცხადია. არცაა მითითებული, როგორც ხედავთ. პოეზიის თარგმნა ხშირად ენის არცდონის გარეშე ხერხდება. ეზრა პაუნდი ლი ბოს რომ თარგმნიდა ჩინურიდან, ენა არ იცოდა . რუსეთში გიტოვიჩიც სარგებლობდა მონზელერის პწკარედებით. ჩვენმა ცნობილმა თამაზ ჩხენკელმაც ამ პრინციპით თარგმნა ჩინური და იაპონური (ზოგადად, მსოფლიო პოეზიის არაერთი ნიმუში)
1. "მარტოკაცს მარტო შვება არ მეკარება"უხერხულად ჭრის ყურს.
ეს იაპონურიდან თარგმნეთ? თუ ასეა და თუ ნიკის 96 დაბადების წელს აღნიშნავს, საკვირველი იქნება ამ ენების ამ დონეზე ათვისება რომ მოასწარით. "მარტოკაცს მარტო შვება არ მეკარება"უხერხულად ჭრის ყურს.
ეს იაპონურიდან თარგმნეთ? თუ ასეა და თუ ნიკის 96 დაბადების წელს აღნიშნავს, საკვირველი იქნება ამ ენების ამ დონეზე ათვისება რომ მოასწარით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|