ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2017


თანამედროვე ჰაიკუ - გენდაი

იაპონიაში, წინა საუკუნის 40-იან წლებამდე, იაპონიის დანარჩენი მსოფლიოსადმი მეტ-ნაკლებად ღიაობის პოლიტიკის შედეგად, გამოჩდნენ ახალი პოეტები, რომლებიც არატრადიციულ ჰაიკუს, გენდაის, ან შინკოს, ქმნიდნენ.

ქვეყნის ფაშისტურ-ტრადიციონალისტურმა მთავრობამ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ახლებური ჰაიკუს პოეტებს. 1920-იან წლებში "ახალი ჰაიკუს მოძრაობა" (shinkô haiku undô) დაიწყო იაპონიაში. ამ ახალ პოეტებს სურდათ თავიანთი ჰაიკუ, ახალ, აქამდე გამოუკვლეველ და უცხო თემებზე შეექმნათ. იმ თემებზე, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებას შეეხებოდა. ამ თაობის პოეტები, ჰირატა სეიტო, კაკიო ტომიძავა, საიტო სანკი, სუგიმურა სეირინში, ხშირად ჰაიკუს 'კიგოს' (დროის, სეზონის აღმნიშვნელი სიტყვა) გარეშე წერდნენ, მკაცრად არ იცავდნენ ჰაიკუს მარცვლების რაოდენობასა და რიგს და ლექსებში ისეთ არატრადიციულ საკითხებს ეხებოდნენ როგორებიცაა სოციალური უთანასწორობა, სიღარიბე, ან იყენებდნენ ახალი, იმ დროს ახლებური ავანგარდისა თუ სიურეალიზმის ხერხებს".

მეორე მსოფლიო ომის დროს, ეს პოეტები, იაპონიის იმპერიალისტური მთავრობისთვის (რომელიც სასტიკ ომს აწარმოებდა წყნარი ოკეანის ქვეყნებში), საშიშ ადამიანებად იქცნენ და მათი უმეტესობა დასაჯეს: ისინი დააპატიმრეს; მათ აწამებდნენ და ზოგი მათგანი კი - ციხეში გარდაიცვალა. იმდროინდელი ჰაუკუს საზოგადოების დირექტორი (რომელიც მთავრობის კაცი გახლდათ და მის სახელი გახლდათ ბუში ონო) :  " მე არ მივცემ ჰაიკუს შექმნის უფლებას ყველაზე პატივცემულ პირსაც კი, თუ ისინი მემარცხენეები, პროგრესისტები ან ომის მოწინააღმდეგეები იქნებიან. თუ ასეთი ხალხი არსებობს ჰაიკუს სამყაროში, ჯობს ისინი ვდევნოთ და დავსაჯოთ. ეს აუცილებელია", წერდა ონო.

ქვემოთ გთავაზობთ, ორი "გენდაი" პოეტის ორ ჰაიკუს.


ჩვენც ვქრებით მოკლულის მზერიდან.
—Murio Suzuki

და იდგა ომი დერეფნის ბოლოს...
- Hakusen Watanabe

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები