ვაჰიდ ემრანი
* * * ყველაზე ხანგრძლივი განშორება ყოველთვის მოკლე მისალმებით იწყება.
ეჰსან ფარსა
* * * თოჯინები არასდროს ბერდებიან. გოგონები ყველაზე კეთილი დედები არიან.
* * * ქვიშის საათით ვითვლი უშენობას. ერთი უდაბნო უკვე ჩამოიცალა.
* * * გუშინ ხელის ღარებმა შენი მოსვლა მაცნობეს. დღეს კი სახის ღარები შენს წასვლას მაუწყებენ.
ჰოსეინ თაბათაბაი * * * იმ დღეს, წვიმაში მდგარი შენთან ერთად, დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი. დღეს, წვიმაში მდგარი უშენოდ, იმ დღეზე ვფიქრობ.
* * * როცა მიყურებ, ვთვრები. შენი თვალების ღვინო რამდენი წლისაა?
ალირეზა როუშანი
* * * მე და ჩემი სატრფო ვერასდროს შევხვდებით ერთმანეთს. ის შემოდგომის ქარია, მე-ხმელი ფოთოლი. ის მოდის, მე მივდივარ. რასულ იუნანი
* * * მზე ვარო-ასე მითხარი და მეც ღრუბლად ვიქეცი. გახსოვს, რამდენი ვიტირე, რომ უფრო ლამაზად გეკაშკაშა?
გარუს აბდოლმალექიანი
* * * წვიმა, შენ და ერთი უსასრულო ხეივანი. სამყაროს ვეუბნები: „ნახვამდის“.
რეზა ქაზემი
* * * ჩვენ მხოლოდ ერთმანეთზე ვფიქრობთ, შენ-მაგიდასთან, პარიზის ერთ კაფეში, მე-ჩემი ოთახის ფანჯარასთან, თეირანში და არანაირი ხიდი არ არის საჭირო ჩვენს შესაერთებლად, გარდა სიყვარულისა, რომელიც წლიდან წლამდე უფრო ბერდება.
ნასთარან ვოსუყი
* * * მთელი მსოფლიოს ქალები, იმ მამაკაცთათვის, რომლებიც უყვართ, შარფს ქსოვენ. მე კი აქ ვზივარ და ლექსებს გიქსოვ.
* * * ყოველ დილით, როცა თვალს ვახელ, ყველაფერზე ადრე რეალობას ვხედავ- უშენობას!
შამს ლანგერუდი
* * * ანბანი საუბრისთვის კი არა, შენი სახელის დასაწერად არსებობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ქვიშის საათით ვითვლი უშენობას. ერთი უდაბნო უკვე ჩამოიცალა. + + + 5. ცხადია რომ უდაბნო მომეწონებოდა. :)
ქვიშის საათით ვითვლი უშენობას. ერთი უდაბნო უკვე ჩამოიცალა. + + + 5. ცხადია რომ უდაბნო მომეწონებოდა. :)
6. ანბანი ძალიან რომანტიკულია! ანბანი ძალიან რომანტიკულია!
5. თითქმის ყველა მომეწონა! დიდი მადლობა ამ მისტიკური მოგზაურობისთვის! + თითქმის ყველა მომეწონა! დიდი მადლობა ამ მისტიკური მოგზაურობისთვის! +
4. დიდი მადლობა! კი ბატონო, იყოს ორიგინალიც. ვინც იცის სპარსული, შეადარებს. ამას წინათ რომ დავდე მინიმები, ყველას ახლდა თან დედანი. სხვადასხვა სპარსულ საიტებშია გაბნეული ეს პატარა ლექსები, ყველა მათგანის ორიგინალი არაა, მაგრამ აი რამდენიმე:
آن روز زير باران با تو به امروز فكر مي كردم. امروز زير باران بي تو به آن روز فكر مي كنم.
حسين طباطبايي
هيچ عروسكي پير نمي شود دخترها مهربان ترين مادرانند
احسان پرسا
هميشه با سلامي كوتاه آغاز مي شود طولاني ترين بدرودها.
وحيد عمراني
باران باشد تو باشي يك خيابان بي انتها باشد به دنيا مي گويم : خداحافظ
گروس عبدالملكيان
:ما فقط بههم فکر میکنیم تو، پشتِ میزِ کافهای در پاریس من، پشتِ پنجرهای اتاقَم در تهران و هیچ پلی برای بههم رسیدن نیست مگر عشق که سال به سال دارد پیرتر میشود
رضا كاظمي
به من كه مي نگري مست مي شوم شراب چشمان تو چند ساله است؟
حسين طباطبايي
دیروز خط های دست من از آمدنت خبر می داد امروز خط های چهره ام از رفتنت خبر می دهد.
احسان پرسا
დიდი მადლობა! კი ბატონო, იყოს ორიგინალიც. ვინც იცის სპარსული, შეადარებს. ამას წინათ რომ დავდე მინიმები, ყველას ახლდა თან დედანი. სხვადასხვა სპარსულ საიტებშია გაბნეული ეს პატარა ლექსები, ყველა მათგანის ორიგინალი არაა, მაგრამ აი რამდენიმე:
آن روز زير باران با تو به امروز فكر مي كردم. امروز زير باران بي تو به آن روز فكر مي كنم.
حسين طباطبايي
هيچ عروسكي پير نمي شود دخترها مهربان ترين مادرانند
احسان پرسا
هميشه با سلامي كوتاه آغاز مي شود طولاني ترين بدرودها.
وحيد عمراني
باران باشد تو باشي يك خيابان بي انتها باشد به دنيا مي گويم : خداحافظ
گروس عبدالملكيان
:ما فقط بههم فکر میکنیم تو، پشتِ میزِ کافهای در پاریس من، پشتِ پنجرهای اتاقَم در تهران و هیچ پلی برای بههم رسیدن نیست مگر عشق که سال به سال دارد پیرتر میشود
رضا كاظمي
به من كه مي نگري مست مي شوم شراب چشمان تو چند ساله است؟
حسين طباطبايي
دیروز خط های دست من از آمدنت خبر می داد امروز خط های چهره ام از رفتنت خبر می دهد.
احسان پرسا
3. მეც უდაბნო მომეწონა
ვერ ვიტყვი რომ თითქმის ყველა კარგია, უფრო რამოდენიმე
იქნებ ორიგინალი ტექსტი დაადოთ სპარსული ( თუ თქვენ ვერ შეძლებთ, ადმინზე მიწერეთ და მოგეხმარებიან )
მე კი ვერ წავიკითხავ ორიგინალში, თუმცა არიან აქ სპარსულის მცოდნენიც და ჯობია ორიგინალიც იდოს
მეც უდაბნო მომეწონა

2. დიდებულია! დიდი მადლობა მთარგმნელს! დიდებულია! დიდი მადლობა მთარგმნელს!
1. ლამაზი მინიმებია. თითქმის ყველა. განსაკუთრებით უდაბნო :) ლამაზი მინიმებია. თითქმის ყველა. განსაკუთრებით უდაბნო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|