ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2017


*********

არის დროს,
არის წუთები,
როცა მინდა რომ ხელი ჩაგკიდო,
ძალიან მჭიდროდ,
ცოტა მტკივნეულადაც...
არის დრო,
არის წუთები,
როცა მინდა რომ იყო ჩემი,
ჩემიანი და ჩემეული,
არის დრო,
არის წუთები ეგეოიზმის,
როცა მინდა რომ მხოლოდ ჩემი იყო,
ჩემთვის იყო...
შუალედებში მინდა უფრო მჭიდროდ ჩაგკიდო ხელი
და გთხოვო არ იყო მორიგი შეცდომა,
არ იყო უძილობის,
შესიებული, შეშინებული თვალების მიზეზი,
მორიგი ცრემლი,
სველი ბალიში,
ღრუბლიანი ცა
და ამღვრეული წყალი,
მერე გარკვევა,
მერე სირთულე,
გადატყავებული მუხლები
და ცივი სკამი, ცარიელი მაგიდის ირგვლივ.
გთხოვ, ვიცი თხოვნას არა აქვს აზრი,
გთხოვ დარჩე...
არის დრო, არის წუთები,
როცა თავში ათასი ფიქრი ტრიალებს,
როცა კიდურებს კანაკალი აიტანს
და როცა ხავსივით მომედება ყოველდღიურობა,
არის წუთები როცა მინდა
ეს ხავსი მომწყვიტო,
გააშიშვლო, გაამზიურო, გამოაშკარავო
ჩემი სინამდვილის ყოველი ნაკვთი.
და მეც იგივეს უფლება მომცე.
არიან ადამიანები და ვართ ჩვენ,
ვინც სამყაროს რეალურ სივრცეს მოწყდა,
ვინც უსასრულობაში,
ირეალურში ისწავლა ფრენა,
ვინც გადასცურა ზღვა,
ზღვა აზრების, ფიქრების, სტერეოტიპების.
არის დროს, არის წუთები,
როცა ვიხსენებ როგორ დგახარ ზღვასთან
და შუბლშეკრული, ცისფერი თვალებით
ცისფერ ზღვას უყურებ,
უსაზღვროს, ჰორიზონტის ხაზწაშლილს.
არის დრო, არის წუთები,
როცა იღიმი,
ბუნებრივად,
როცა თვალის კუთხეებთან
ნაოჭები შემოგეკეცება
და შიგნით ვარსკვლავები აგიცმიციმდება.
არის დრო, არის წუთები,
როცა მინდა ამ დროებითობას გადავაჯობო,
შევქმნა მუდმივი, მარადიული,
გარდაუცვლელი, შეუცვლელი,
როცა მინდა რომ იყო ჩემთან,
იყო ჩემი, ჩემიანი, ჩემეული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები