ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
27 ოქტომბერი, 2017


"გამოიცანი!"

ფეხაკრეფით მიაბიჯებდა სანაპიროზე...ფრთხილობდა, თითქოსდა ძალა შესწევდა  ძილმორეული ტალღებისთვის მყუდროება დაერღვია. რაღაცნაირად მშვიდი იყო ზღვა იმ დღეს! წამით ჩაფიქრდა...გულგარეული მზერით გაიღიმა...ალბათ რაიმე, ნათელი წუთები გაახსენდა წარსულიდან ანდაც გადაწყვეტილება მიიღო სითბოჩაბღაუჭებული მომავლის შესაფუთად.
იქვე, მოზრდილ ქვაზე ჩამოჯდა...უხაროდა...რა?- თვითონაც ვერ ხვდებოდა. კენჭი აიღო, ისე...მომენტალურად...უბრალოდ ადამიანებს გვჩვევია ხოლმე რაღაცით გაუზრებლად თამაში. შემთხვევით დააცქერდა...წარწერა შენიშნა: "გამოიცანი!"
კადრებად წარმოუდგა განვლილი გზა...შეაჟრჟოლა...შეეცადა მათემატიკური სიზუსტით შეეხედა ცხოვრებისთვის...შეეცადა მარტივ მამრავლებად დაეშალა სამყარო...შეძლო კიდევაც...იოლად დაანაწევრა წლებად, თვეებად...წუთებად, წამებად...თუმცა...თუმცა  მაინც რთული მიიღო ნამრავლი...ვერა და ვერ მოახერხა ლოგიკაშესუსტებული ყოფის გაშიფვრა...ცრემლი გაუკრთა ღაწვთან...გაურკვევლობის ცრემლი...ჩაუღრმავდა... "გამოიცანი"...თითქოსდა  გარდაიქმნა ამ სიტყვის წყალობით...თითქოსდა იპოვა არსებობის ვალდებულება, ჩვენ ხომ ყველას რაღაც მისია გვაკისრია "სუნთქვის პროცესში." წამოდგა...მლაშე წყლით დაინამა პეშვი და ასევე მლაშე ცრემლს დააპკურა მალამოდ...გაცოცხლდა, ვით ჩვილი ია ზამთრის ქვეშ მიძინებული...ხელახლა დაიბადა...
ადგა და წავიდა...ნაბიჯგამართული კვალი დაატყო პლაჟს...
სამმა მცირეწლოვანმა იპოვა იმ დღიდან დედა, სამი პატარას გაყინული გული გაალღო იმ დღიდან ოჯახური "საბნის" სითბომ!..
ფეხაკრეფით მიაბიჯებდა სანაპიროზე...ფრთხილობდა...ამჯერად კი შეძლო მშვიდი ტალღების მყუდროება გამოუთქმელი სიხარულით დაერღვია...შეძლო უშვილო ქალის ნაცრისფერი საღამოები მრავალშვილიანი დედის  კაბაგაცვეთილი ყოველდღიური "წვეულებებით" ჩაენაცვლებინა...შეძლო...და...გამოიცნო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები