ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტომი1981
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2017


შენი სურნელი

აზრთა კორიანტელი,
ჩუმი ეიფორია,
შენზე ფიქრში ოთახი,
სურნელებით აივსო,
სადაც ერთად ვცხოვრობდით,
დღეს უძირო ტბორია,
დაფარული გრძნობების,
უსასრულო მაისო.
ყველა ძველი ყვავილი,
ერთად გადაიფურჩქნა,
მონატრების შუიდან,
ამოფრინდნენ პეპლები,
იქნებ ისევ გიყვარვარ,
ეს არც ისე რთულია,
იქნებ შენთვის დღეიდან,
აღარავის ვედრები.
ალბათ წვიმა მოვიდა,
ყველაფერი დაადნო,
ვერაფერმა შეცვალა,
სიყვარულის ლანდები,
ზოგჯერ ისე შორია,
ზოგჯერ ისე უზადო,
შენი ჩემთვის წერილი,
მსხვილი ფოლიანტები.
ფიქრთა კორიანტელი,
ჩუმი ეიფორია,
შენზე ფიქრით ოთახში,
შემოსულა აისი,
სადაც ერთად ვცხოვრობდით,
დღეს უძირო ტბორია,
ეს ყველაფრის ბოლოა,
ან ყველაფრის საწყისი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები