 | ავტორი: ალოჰა ჟანრი: პოეზია 18 ნოემბერი, 2017 |
აცივდა, უკანასკნელი მზე ჩავიდა. სხეულს ფოთლები გასცვივდა,იწურება შემოდგომა... სადღაც დატანჯული, სისხლისგან დამშრალი ხე გახმა.
გამოცხადდა გლოვაა ზამთრის.
აღზევდა თავლთმაქცების ქალაქი. დამთავრდა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების ზღაპარი. ახლოს დასასრულთან, ან დასასრულის გაგრძელებასთან. სცენაზე ეშვება მასიური,შინდისფერი,ბარხატის ფარდა. პროზა ჩაანაცვლა კომერციულმა ფართმა.
ჩვენ აზიელებად დავრჩით გალა შენმა ხალხმა არ ისურვა 'უკულტურო სამოსის გახდა'. ჩვენ ქოფაკი ძაღლებივით ვიღრინბით, გამაძღარნი ვართ უკულტურობით, შურით და ბოღმით. გალა ჩვენ დავრჩით აზიად, ჩამორჩენილ უტიფარ ფარად.
აღზევდა სიძულვილის ქალაქი. ქალაქი სადაც შიმშილი მძვინვარებს, სადაც უსახურობა სასჯელად იქცა.
ვშიშვლდებით, ურცხვად, ნელი ტაატით … მუხლს ვუდრეკთ ფოგორს.
ხვალ არ იქნება უკეთესი დღე, აღარ დარჩება მცირე იმედიც თუ არ მოხდება ფერიცვალება თუ არ დაიმსხვრა ფოგორი მთაზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|