ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გეოსულ
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2009


წამებით ინატრებს

ამ ცივმა ფიფქებმა და ცხელმა ფიქრებმა
ნაპოვნი სიცრუე შერაცხეს სიმართლედ
თითქოს უცაბედი რამე ყოფილიყოს
აღარ აღელვებს და სიცრუეს იმართლებს
ამ ბილიკს გაჰყვება უკან გამოჰყვება
რამეს რო იპოვნის წამით შეჩერდება
ძირს დაიხედება ან აიხედება
ცისკენ და მზისკენ და ზღვისკენ გაიქცევა
ინატრებს წამებს და წამებით ინატრებს
წარსულის ბილიკებს,მომავლის მიმიკებს
აღარ ააღელვებს ტყლაპოში დასვრილი
ცივი თითები, ვფითრდები და მერე გპირდები
რომ არ გავფრინდები, ზღვისკენ და
ცისკენ და მზისკენ და ვიმართლებ
აღარ ამაღელვებს შევრაცხავ სიცრუეს
სიმართლედ და წარსულ ბილიკებს
წამით გავუყვები წამი შეჩერდბება
და წამებით ვინატრებ რომ დღეს
უცაბედად სადმე შემეფეთო
ძირს დაიხედო ან მაღლა აიხედო
და მერე უმალვე თვალებში შემომხედო
მაშინ აღელდები  სიმართლეს იმართლებ
სიცრუით იცრუებ და წამებით მიწამებ.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები